x
image
გვანცა1234
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ყურის ჩხირებს აღარასოდეს გამოიყენებთ

გოგირდის საცობის ჩამოყალიბებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. გარეთა სასმენი მილის წინა მესამედში განლაგებულია გოგირდის ჯირკვლები, რომელთა მოვალეობაა გოგირდის გამომუშავება. გამომუშავებული გოგირდი, ჩვეულებრივ, თვითონვე გადაინაცვლებს გარეთა სასმენი მილის გასასვლელისკენ და საცობს არ წარმოქმნის. ხდება ისეც, რომ გოგირდი ჭარბად გამომუშავდება.
ჩხირების მეშვეობით, რომლებიც თითქოსდა ყურების საწმენდად არის განკუთვნილი, სინამდვილეში უკან, შიგნით ვაბრუნებთ გოგირდს და არ ვაძლევთ გამოსვლის საშუალებას. რაც უფრო ხშირად მეორდება ეს პროცედურა, ყურში სულ უფრო ხშირად ვითარდება საცობი. imageყელყურის ექმები, ირწმუნებიან, რომ ყურის ბამბის გამოყენება, წარმოადგენს ყურში ანთების გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, ვინაიდან, ხშირი გამოყენებისას ყურის აპარატის შიდა კანზე წარმოიქმნება ნაკაწრები, რომელშიც ინფექცია მარტივად შეიჭრება.imageჩხირზე ან ასანთის ღერზე ხელით დახვეული ბამბის ტამპონად გამოყენება. ამით შესაძლებელია ტრავმა მიაყენოთ ყურს - გახვრიტოთ დაფის აპკი. თუ ჩხირი გატყდა, საჭირო გახდება სპეციალისტის დახმარებით ამოღება; ყურიდან გოგირდის თითით მოშორება - არსებობს რისკი ფრჩხილით გაჩხაპნისა, დაზიანებისა და ინფექციის შეჭრისა; ჯანმრთელი ყურების ჰიგიენური პროცედურებისთვის ყურის სამკურნალო წვეთების გამოყენება; არსებობს სპეციალური მედიკამენტებიც, სპრეის სახით, რომლებსაც შეუძლია ყურის უსაფრთხოდ გასუფთავება.ასე რომ, არ გამოიყენოთ ე.გ ყურის ჩხირები ყურის გასასუფთავებლად, ხოლო ვიზუალური მხარისთვის გამოიყენეთ დიდთავიანი ყურის ბამბები, რომლებიც მილში ბოლომდე ვერ აღწევენ.image

0
1994
11-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1994
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0