მხატვრობა ნახეთ როგორ მუშაობდა "უილტ დისნეის" სტუდია მულტფილმზე - "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" 2015, 16 ნოემბერი, 23:07 მულტიპლიკაციას გასული საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი და თითქმის მთელს მსოფლიოს მოედო. მულტიპლიკაციაზე მუშაობა ძალიან შრომატევადი იყო და არის დღემდე...
თუმცა სტუდია "უოლტ დისნეიმ" ბევრ საინტერესო ხერხებს მიმართა იმისთვის, რომ შრომა გაემარტივებინა ანიმატორებისთვის და დროც დაეზოგა. ამ ხერხს დღემდე მიმართავენ ანიმატორები. დისნეის სტუდიამ მთავარი გმირის-ალისას ფიგურის მოძრაობებისთვის გოგონა-ქეთრინ ბომონტი (Kathryn Beaumont) დაიქირავა, სცენებისთვის ფოტო და ვიდეო გადაიღო და მისი ზუსტი ჩანახატ-ასლი გააკეთა. ამ ჩანახატების მიხედვით, მთავარი გმირის ძალიან რბილი და საყვარელი მოძრაობები შექმნა. დაათვალიერეთ და მიხვდებით, თუ როგორ შრომობდა "უოლტ დისნეის" სტუდია მულტფილმზე "ალისა საოცრებათა ქვეყანაში". 261 7-ს მოსწონს
|