x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
პარიზელებმა მეჩეთების დაწვა დაიწყეს
ყველასათვის უკვე ცხადია, რომ რამოდენიმე დღის წინ საფრანგეთზე ტერაქტი "ისლამურმა სახელმწიფომ" კვლავ მოახდინა. ისლამურმა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო საფრანგეთის დედაქალაქის- პარიზის ექვს ნაწილში ტერორისტული აქტების მოწყობაზე. შედეგად 89 ადამიანი ბატაკლანის თეატრში მოკლეს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის "მანუელ ვალსმის" განცხადებით კი ეს ტერაქტები სირიის ტერიტორიაზე დაიგეგმა. პარიზში ისლამისტებმა ტერორისტული თავდასხმის თითქმის ყველა მეთოდი გამოიყენეს - კამიკაძეები, დამონტაჟებული ბომბები, გამვლელებისა და რესტორნების კლიენტების მოულოდნელი დაცხრილვა და თეატრში მძევლების აყვანა, რომელთა ნაწილი შემდგომ დახოცეს. ბოლო მონაცემებით კი განხორციელებული ტერაქტების შედეგად 129 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 352-ზე მეტი დაშავდა.


დაღუპულთა ოჯახებისთვის პატივის მისაგებად მოედანზე შეკრებილი საფრანგეთის მოსახლეობა პანიკით დაიშალა, ვინაიდან გავრცელდა ინფორმაცია მოსალოდნელი "კიდევ ერთი"აფეთქების შესახებ. მთელი ევროპისა და არა მარტო ევროპის ქვეყნები უცხადებენ საფრანგეთსა და დაღუპულ ოჯახებს სოლიდარობასა და სამძიმარს.


მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს ასევე სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო პირებმა. რომის პაპი ვატიკანში წმ პეტრეს ტაძარში სიტყვით გამოვიდა: "წამოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანის გული ასეთი საშინელი ქმედებების განხორციელების საშუალებას იძლეოდეს. ძალადობა და სიძულვილი კაცობრიობის პრობლემებს არ წყვეტს. ღმერთის სახელის გამოყენება ძალადობის გასამართლებლად ღვთის გმობა და დიდი ცოდვაა."


"მუსულმანური რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს", - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც განაცხადა.



გუშინ საღამოს, ერთ-ერთ რუსულ სოციალურ-ქსელში გავრცელდა სტატია, სადაც აღბეჭდილია საუბარი და ფოტოები ორ მეგობარს შორის, მათ შორის ერთ-ერთი საფრანგეთში მოღვაწე რუსეთის მოქალაქეა, რომელიც თანამოქალაქეს ცხელი ზონიდან ამბებს და სურათებს აწვდის: "საფრანგეთი სრულ პანიკაშია, ადგილობრივი ტელევიზიები კი საშინელი კადრების მაგივრად მოსახლეობას გასართობ თოქ-შოუებს აწვდის, რათა განტვირთონ ისინი, ზოგადად კი სრული გაუგებრობაა და ყველაფერი თავდაყირა დგას. ობამამაც განაცხადა, რომ ეს ტერაქტი ევროპული ღირებულებებისკენ იყო მიმართული. აქ ყველა არაბი იმალება, შენიღბული ქალებიც კი გაქრნენ. ერთი კვირის წინ კი მონტარჟის სადგურზე შავკანიანებმა მატარებელი დაარბიეს, ჩემი მეზობელი ქალი კედელზე მიაყუდეს და ყელზე დანა მიაბჯინეს იმ მოტივით, რომ საფულე და ძვირფასეულობა გამოეძალათ, ამ ყველაფრის შემდეგ კი როგორ მიდიან მასთან და სთხოვენ თანადგომას და ემიგრანტების შეწყალებას მის ქვეყანაში?! პირადად მეც ცივად ვარ განწყობილი ამ ყველაფერის მიმართ, რადგან როდესაც ჩვენი თვითმფრინავი ჩამოვარდა, ფრანგებს ერთი ყვავილიც კი არ მოუტანიათ საელჩოსთან დაღუპულთა სულებისთვის. ასე, რომ ჩემო მეგობარო, ეს თანადგომა და სიტყვიერი გამოსვლები ხომ მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. პარიზელებმა მეჩეთების დაწვაც კი დაიწყეს და გიგზავნი ფოტოს, რომელიც პირადად ძლივს მოვიპოვე. "- წერს მეგობარს ედუარდ ლიმონოვი.


image


ტერორისტები ახალ თავდასხმებს გეგმავენ, არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში. მსგავსი ტერორისტული თავდასხმებისგან ევროპის არც სხვა მეგაპოლისებია დაცული, რადგან იქ ბოლო თვეებში სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის - სირიიდანაც, ათასობით დევნილმა შეაღწია და ალბათ, მათ შორის არც ისე ცოტაა "ისლამური სახელმწიფოს" შენიღბული ტერორისტი...


მაშასადამე, 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებულმა ტერორისტული აქტების სერიამ დაამტკიცა, რომ დღეს საერთაშორისო ტერორიზმისგან არავინ არის დაცული. რაოდენ პროფესიონალური სპეცსამსახურებიც უნდა ჰყავდეს ქვეყანას, საფრთხე მაინც ყოველ წუთს არის მოსალოდნელი.

14
1819
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1819
  
2015, 20 ნოემბერი, 18:38
იცი ნებისმიერი აქ დადებული ნიუსის გადამოწმება მარტივად შეიძლება, თუ არ იცი გეტყვი რომ არსებობს ასეთი საიტი საძიებო სისტემა, რომელიც ყველამ კარგად ვიცით და გუგლიკო დეიდას ვეძახით. ისე ინტერმედია თავადაც თხოულობს წყაროს და მის გარეშე ვერავინ ვერაფერს ვაქვეყნებთ, ამდენი კი უნდა იცოდე ამ საიტის მომხმარებელმა. ასე რომ რა გაბოღმავებს ჩემი კოლეგის მისამართით ვერ ვხვდები.
2015, 20 ნოემბერი, 18:37
ნამდვილად, "თაგვმა თხარა-თხარაო, კატა გამოთხარაო"- ასეა მისი საქმე.
2015, 20 ნოემბერი, 18:34
ვითომ ივაჟკაცა და ტყუილი ამხილა ჰაჰაჰა ჩრუტუნა,კაი ჩიტიც დაიჭირა
2015, 20 ნოემბერი, 18:18
ბოღმა კიი ინ, მაგრამ შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ ავიტან. ინტერმედიით არავინ გამდირებულა და მართლაც ხურდების გამო ღირსებებს არ ვაბიჯებ. 3 წელია საიტზე ვარ და უხამსი და მხოლოდ ფულის მომტანი არასოდეს არაფერი ამიტვირთავს. დღეს კი ვიღაც გამოდის და ჭკუას მასწავლის მაშინ, როცა სრულიად არ მიცნობს და თან დისლაიქთან ერთად მიბლოკავს სტატიას, რის გამოც 2 საათი დაბლოკილი ვიყავი უაზროდ, სამართალმა იზეიმა და ხმას ვერ იღებს, ალბათ სამმაგი ვადით დაიბლოკა უსამართლოდ გასაჩივრების გამო, რა ნახა სტატიაში ზრაპარი, არ მესმის, პირველად გაიგო ამ ტერაქტის და ლიმონოვის პოსტის შესახებ? ჯაგასი არ იყოს, დაეგუგლა ანალოგი სატაური და ნახავდა რამდენ რუსულ საიტს ამოაყრიდა მსგავსი სტატიებით, მე არაფერი მომიგონია.
2015, 20 ნოემბერი, 18:11
აქ რა ამბავი დატრიალებულა,ვინ აწყენინა ჩემს მაკუნიას?
ნუ მოიშლი ნერვებს განაგესწავლება?ერთად ვართ აქ რამდენნი წელია და ასეთი ბოღმა ყოველთვის იყო და იქნება ამ საიტზე
2015, 20 ნოემბერი, 9:10
სიტყვები არ მყოფნის ბატონო ჯაგა, უბრალოდ, ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ საიტზე მხოლოდ სიბოროტით გაჟღენთილი ხალხი არ არის. გმადლობთ თანადგომისთვის.
2015, 20 ნოემბერი, 3:13
Marafet
“მატრიცა777” -ს
შე მართლა მეზღაპრე შენა, რა იყო, რა წაიკითხე აქ დაუჯერებელი? რა ლინკებს ითხოვ, წინ არ გიდევს კომპიუტერი?! შეაგდე საძიებოში ტექსტის ნებისმიერი ნაგლეჯი ან ედვარდ ლიმონოვი ეგ მაინც არ გაგიგია?! ძაან სახელოვანი ვაშკაცია, მარკშრეიდერი და კაცური კაცი, მთელი ევროპა და შუა აზია იცნობს. ჰოოდა შეაგდე საძიებოში და ამოგიგდებს 2 548 650 ლინკს და ნახავ რა! რო დაეტაკე ავტორს, ამ სიფრიფანა გოგოს და ნერვებს უშლი... მადლობის მაგიერი ხარ? ამხელა სტატია თარგმნა ადამიანმა! შენ კიდე ხურდა ფულიო და საჩივარიო.
შეგრცხვეს მატრიცა777-ო, მასონების ემბლემა რო ჩამოგიკიდია და თავად კი არამასონურად იქცევი!
“მეამეა” მგონი კარგად რომ დაფიქრდეთ მიხვდებით ვინცაა. შეიძლება ვინმე უიმედოდ შეყვარებულია და ასე იკლავს თავის ხვაშიადს .))))))
და თუ ასეა მაინც არასწორი საქციელია მატრიცავ, ეს გზა ვერ მიგიყვანს გოგოს გულის კარის კლიტის ჭუჭრუტანის გასაღებთან! სხვა გზა მონახო გიჯობს.
მაგრამ ჩემი გამჭრიახობა მკარნახობს რომ სულ სხვა რამეშია საქმე, რაღაც არაბუნებრივად გაწიწმატებული ხარ! აბა გამოტყდი ვინა ხარ და რა გინდა?! ააა.... კონკურენტი საიტიდანა ხააარ?????
P.S. ჩემგან ავტორს დიდი მადლობა - მეჩეთების შესახებ პირველად მესმის, ფრიად საყურადღებო ამბავია.
2015, 18 ნოემბერი, 17:07
დიდი მადლობა შაკო, გაიხარე.
2015, 18 ნოემბერი, 14:25
მაკა, ლაიქი ჩემგან, რომ ის დისლაიქი გაბათილდეს
2015, 18 ნოემბერი, 14:24
პირდაპირ შეურაცხყოფაზე რომ გადადიხარ ჯერ გაარკვიე კარგად, მატყუარას რომ არქმევ იქნებ არაა მასე, არაა ლამაზი
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10