შოუბიზნესი ნანკა კალატოზიშვილის ახალი სიყვარული-გიორგი ამირეჯიბი?! 2015, 14 ნოემბერი, 1:52
გაიმართა ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობადი დიზაინერ გიორგი ამირეჯიბის სამოსის ჩვენება. ინტერნეტსივრცეში მისი და ნანკა კალატოზიშვილის თამამი ფოტო გამოჩნდა, რომელსაც მსახიობი ასე აკომენტარებს: "ჩემი ბიჭი". თამმა ფოტომ და ნანკას კომენტარმა ახალი ჭორების გავრცელებას შეუწყო ხელი. როგორც ამბობებ მსახიობის ახალი გატაცება და სიყვარული სწორედ გიორგი გახლავთ. გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა თუ ჭორი ჯერ უცნობია, თუმცა არსებობის უფლება ხომ ყველა აზრს აქვს. ნანკას რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა კალათბურთელ ირაკლი კედიასთან. წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ გახლდათ. "ჩვენ ვართ ოჯახი და ჯვრისწერა და ხელმოწერა ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენ გვაქვს ერთი ლამაზი ოჯახი და ამის დასაბუთება არ მჭირდება. არ მაინტერესებს, ბეჭედს დამირტყამენ თუ არა! თუ ეს რამეში დაგვჭირდა, რატომაც არა, გავაკეთებთ"-გვიამბობდა ნანკა. წყვილი ერთად ბედნიერი ჩანდა, მათ ოჯახს მესამე წევრი პატარა დანიელი შეემატა, თუმცა ურთიერთობა დაინგრა. "პატივცემულო ჟურნალისტებო ამა ქვეყნისა, მესმის, გაინტერესებთ. მაგრამ მთელი დღე ცოტა დამღლელია ერთი და იგივე კითხვის მოსმენა. ამიტომ წაიკითხეთ ეს პოსტი და მეტს ამაზე საუბარს არ ვაპირებ. დიახ, მართალია. პირველად არ არის ჭორი. დავშორდი და ყველაფერი კარგადაა. მადლობა ყურადღებისთვის. მე აღარ შემაწუხოთ"-განაცხადა მსახიობმა. 1200 4-ს მოსწონს
|