სხვა 20 ყველაზე ძვირადღირებული საიუველირო ნაკეთობა 2015, 16 ნოემბერი, 0:30 ძვირფასი საიუველირო ნაკეთობები ერთნაირად იქცევს როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლების, ისე მამაკაცების ყურადღებას. აქ წარმოდგენილია იმ სამკაულების ჩამონათვალი, რომლებიც მხოლოდ ყველაზე ძვირი კი არა, ერთადერთია მსოფლიოში. 20. ბრილიანტი «VIVID PINK» ეს 5 კარატიანი ღია ვარდისფერი ბრილიანტი «Graff Diamonds» საიუველირო სახლს ეკუთვნის. მას გვერდებში 2 ჩვეულებრივი ბრილიანტი აქვს 18 კარატიან პლატინასა და ოქროში ინკრუსტირებული. ბეჭედი 11, 8 მილიონი დოლარი ღირს. 19. ბრილიანტის სამაჯური «პანტერა» კარტიეს მიერ შექმნილი ლეოპარდის ფორმის ბრილიანტის სამაჯური. ლეოპარდის სხეული ბრილიანტის და ონიქსისგან შედგება, ხოლო თვალები ულამაზესი ზურმუხტების აქვს. ეს უნიკალური «ფისუნია» 12, 4 მილიონი დოლარი ღირს. 18. გვირგვინი ზურმუხტით და ბრილიანტით დაახლოებით 1900 წ. არის შექმნილი. ის ეკუთვნოდა პრუსიის ჰერცოგის მეუღლეს კატარინა ჰენკელ ფონ დონერმარკს. გვირგვინი 11 მსხლის ფორმის ზურმუხტის თვალს შეიცავს, რომელთა საერთო მასა 500 კარატი არის. გარდა ზურმუხტებისა, გვირგვინში მთავარ ელემენტს წარმოადგენს 11 ბალიშის ფორმის ბრილიანტის თვალი. გვირგვინი 12, 7 მილიონი დოლარი ღირს. 17. ლალის ყელსაბამი «დედოფლის გული» ასეთი სილამაზე «House of Garrard» საიუველირო სახლმა შექმნა. ლალის თვალი 40, 63 კარატს იწონის. ამას ემატება მის ირგვლივ ინკრუსტირებული 155 კარატის ბრილიანტის თვლები და ეს ყველაფერი 14 მილიონ დოლარად არის შეფასებული. 16. ცისფერი ბრილიანტის ბეჭედი BULGARI უნიკალური დიზაინის ბეჭდის მთავარი ელემენტი 10, 95 კარატიანი ცისფერი ბრილიანტი არის, რომელთანაც შეწყვილებულია 9, 87 კარატიანი თეთრი ბრილიანტი. ბრილიანტები არის ინკრუსტირებული ოქროს რგოლშიც. ბეჭედი 15, 7 მილიონი დოლარი ღირს. 15. Chopard Blue Diamond Ring 18 კარატიან თეთრ ოქროში ინკრუსტირებული ოვალური ფორმის ლურჯი ბრილიანტი. ოქრო მთლიანად დაფარულია თეთრი ფერის ბრილიანტის თვლებით. ბეჭედი 16, 26 მილიონი დოლარი ღირს. 14. ღია ყვითელი ბრილიანტი «Graff Diamonds» Graff Vivid Yellow - ბეჭდის ძირითადი ელემენტი 100 კარატიანი ყვითელი ბრილიანტია. ამ ბეჭდის ფასი 16, 3 მილიონი დოლარია. 13. ყელსაბამი «ოკეანის გული» ეს ყელსაბამი ტიტანიკიდან, სინამდვილეში, ფილმის – «ტიტანიკის» გამოსვლის შემდეგ შეიქმნა. 15 კარატიანი ცისფერი ფერის, გულის ფორმის, ბრილიანტიანი ყელსაბამი 17 მილიონ დოლარად არის შეფასებული. 12. Blue Belle of Asia აზიის ცისფერი საფირი, ზომის მიხედვით IV არის თავის კატეგორიაში და 392, 5 კარატს იწონის. საკმაოდ დიდი ზომის, მასიურ ძეწკვზე არის დამაგრებული, რომელიც ბრილიანტის თვლები არის ინკრუსტირებული. ყელსაბამი 17, 3 მილიონი დოლარი ღირს.
11. გულსაბნევი კარტიესგან ამ გულსაბნევის ძირითადი ელემენტი სამი დიდი ბრილიანტის ქვა არის. ყველაზე დიდ, 34 კარატიან, მსხლის ფორმის ბრილიანტს ცენტრალური ადგილი უკავია, ხოლო მის ქვემოთ განლაგებულია ოვალურო ფორმის, 23, 55 და 6, 51 კარატიანი ბრილიანტის ქვები. გულსაბნევის ფასი 17, 6 მილიონი დოლარია. 10. იდეალური ვარდისფერი ბრილიანტი ვარდისფერი ბრილიანტი ძალიან იშვიათი ქვა არის. ამასთან, მისი ზომა იშვიათად აღემატება 0, 20 კარატს. სუფთა ვარდისფერიც დიდ იშვიათობას წარმოადგენს, რადგან ვარდისფერში ხშირ შემთხვევაში, ნარინჯისფერი და ნაცრისფერი ტონები არის შერეული. ამ ბრილიანტის ზომა 14, 23 კარატი არის და სუფთა ვარდისფერია, ყოველგვარი მინარევების გარეშე. ჰონკონგის აუქციონზე ბეჭედი 23, 2 მილიონი დოლარი ღირდა. 9. Winston Blue ეს კიდევ ერთი იშვიათი ბრილიანტია – ცისფერი გიგანტი 13 კარატს იწონის და მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა, მასში 23, 8 მილიონი დოლარი გადაიხადა. 8. Chopard 201-Carat Watch ეს უბრალოდ სამკაული კი არა, ძალიან სასარგებლო ნივთია – საათი, რომელიც 874 სხვადასხვა ზომის და ფერის ბრილიანტის თვლები არის ინკრუსტირებული. ეს უნიკალური ხელის საათი 25 მილიონი დოლარი ღირს. 7. ნეფრიტის მძივი 27 თვლიანი ზურმუხტის ფერი ნეფრიტის მძივი კარტიესგან. მძივის ბოლო ელემენტი ოქროსა და პლატინის შესაკრავია, რომელშიც ლალის და ბრილიანტის თვლები არის ინკრუსტირებული. მძივი 27, 4 მილიონი დოლარი ღირს. 6. ბრილიანტის ბიკინი ეს ნივთები დანიშნულების მიუხედავად, მაინც საიუველირო კატეგორიაში გადის. უნიკალური კომპლექტის, პლატინაში ინკრუსტირებული, ბრილიანტების საერთო მასა 150 კარატია. ასეთი სექსუალური “სამოსი" 30 მილიონი დოლარი ღირს. 5. Zoe Diamond ღია ცისფერი ფერის უნიკალური და ერთადერთი თვალი მსოფლიოში 9, 75 კარატს იწონის. ის ყველაზე ძვირფასი ბრილიანტია ცისფერ ბრილიანტებს შორის. მისი ერთი კარატი 3, 3 მილიონ დოლარად არის შეფასებული და საერთო ჯამში, მისი ფასი 32, 6 მილიონ დოლარს შეადგენს. 4. ვარდისფერი გრაფი ეს ბეჭედი ერთ დროს იუველირ გარი უინსტონს ეკუთვნოდა და ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სამკაული იყო "სოთბის" აუქციონის ისტორიაში. 2010 წელს ბეჭედი 46, 2 მილიონ დოლარად ლორენს გრაფმა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ბრილიანტს სახელი არა ჰქონდა. 3. L’Incomparable Diamond Necklace 407, 48 კარატიანი ბრილიანტით შექმნილი ეს საოცრება კომპანია მაუავადში (Mouawad) არის შექმნილი. ბრილიანტის ქვას «შეუდარებლობა» ჰქვია და ის 55 მილიონ დოლარად არის შეფასებული. 2. ვარდისფერი ვარსკვლავი ოცეულის II პოზიციაზე ვარდისფერი ბრილიანტი არის, რომლის წონა 59, 6 კარატია. ის ოქროს ბეჭედში არის ინკრუსტირებული და 72 მილიონი დოლარი ღირს. 1. Wittelsbach-Graff Diamond პირველ ადგილზე გავიდა 35, 56 კარატიანი ლურჯი ბრილიანტი. თავდაპირველად თვალი მუქი ლურჯი ფერის იყო. მაგრამ იუველირმა ლორენს გრაფმა, მისი შეძენის შემდეგ, დაამუშავა ის, რის შედეგადაც, ბრილიანტი უფრო სუფთა გახდა და მისი ფასი 3-ჯერ გაიზარდა. ცნობილი გახდა, რომ გრაფმა «ვიტელსბახი» კატარის სამეფო ოჯახის წევრს 80 მილიონ დოლარად მიყიდა.
2383 7-ს მოსწონს
|