სისხლის სამართალი ადვოკატ მდინარაძის ცემის ფაქტზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი დააკავეს 2015, 13 ნოემბერი, 14:43 ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულია შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია. ბრალი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით. როგორეც პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებააშია მითიეთებული, გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხულია 18 მოწმე, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი პოლიციის განყოფილებაში გიორგი მდინარაძის მონაწილეობით. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, ბილოგიური, ტრასოლოგიური, გენეტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები. "პროკურატურა გეგმავს კანონით დადგენილ ვადაში დაკავებულისთვის ბრალის წაყენებას და სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართვას, რის შემდეგაც უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ, " - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით. 232 1-ს მოსწონს
|