შოუბიზნესი "ხელიც იქ ეთხოვა შეყვარებულისთვის", "ვეღარ მოხვდება ტელეკომპანიის ეთერში"-ალექსანდრე ლორთქიფანიძის გარშემო სკანდალი გრძელდება 2015, 13 ნოემბერი, 0:40 ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს"-ის გადაცემა "არაკორექტულ შოუში" გაჟღერებულ ხუმრობა, რომელიც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებსა და ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეძღვნებოდა დიდ სკანდალად იქცა. შოუში მომზადებული იყო "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების აქციის განსხვავებული ვერსია. როგორც ირკვევა გადაცემის სცენარისტთაგან ერთ-ერთი ალექსანდრე ლორთქიფანიძეა. ის გადაცემა "რა? სად? როდის?"-ის მოაზროვნეა და გასულ გადაცემაში თავისივე გუნდის წევრს ცოლობა სთხოვა. ფაქტმა "რუსთავი 2"-ს დიდი რეიტინგი მოუტანა. "ამ ნაძირლობის ერთ-ერთი თანაავტორი დიდი ხანი იჯდა დღეს "სხვა შუა დღეში" და ბედნიერად ხალისობდა იმაზე, როგორ დააქორწინა ეთერში ჩვენსავე არხმა. ნაძირლობას და ორპირობას არ ჰქონია საზღვარი და ამას არც ინტელექტი არ შველის. ყოჩაღ, სანდრო ლორთქიფანიძე. ოღონდ ჩე კი არა, რამე კონფორმისტული დაირქვი, დაგამშვენებს. და ფეხის მოდგმა არ გაბედო, სანამ არ გაემიჯნები ამ უმსგავსობას და საჯაროდ ბოდიშს არ მოუხდი "რ 2"-ის ჟურნალისტებს!"-წერდა რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამია. როგორც ირკვევა ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. მათ საყურადღებოდ ნიკა გვარამია კიდევ ერთ პოსტს ავრცელებს: "ალექსანდრე ლორთქიფანიძის მხარდამჭერებისთვის. თუ აქამდე ვერ გაიგეთ, რაზეა საუბარი, იხილეთ ლინკი. უხამს შეურაცხყოფას არავითარი კავშირი არა აქვს სიტყვის თავისუფლებასთან. და ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამ უხამსობით დაზარალებული რ2, არამედ მიუკერძოებელი მესამე მხარე, რომლის წევრები არც კი ვართ. ალექსანდრე ლორთქიფანიძის პირადი საქამეა რ2ის მიმართ მისი დამოკიდებულება და არავინ არ/ვერ შეუშლის ხელს ისე გამოხატოს ეს დამოკიდებულება, როგორც სურს. მაგრამ ჩემი საქმეა, არხის სახელით (და კატეგორიული მოთხოვნით) არ დავუშვა ის არხის ტერიტორიაზე და მის ეთერში, რაშიც ასევე ვერავინ შემიშლის ხელს. გადაწყვეტილება გადაიხედება ერთადერთ შემთხვევაში, თუ ალექსანდრე ლორთქიფანიძე საჯაროდ ბოდიშს მოუხდის რ2ის კოლექტივს. სხვა ვითარებაში, ის ვეღარ მოხვდება ვერც ტელეკომპანიის ტერიტორიაზე და ვერც მის ეთერში." "აკეთოს ის გადაცემა, რომელსაც რეიტინგი 2% საუკეთესო შემთხვევაში ექნება, ხელიც იქ ეთხოვა შეყვარებულისთვის. არანაირი პრობლემა. პრობლემაა, რომ იმ არხს წარმოადგენ რომელსაც დასცინი"-დასძენს ნანუკა ჟორჟოლიანი. 1780 5-ს მოსწონს
|