სხვა ნეონის წიგნები 2015, 12 ნოემბერი, 19:31 წიგნები რომ გონებრივ სინათლეს ემსახურება, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. სლბათ, ბევრ ჩვენგანს ძალიან უყვარს ღამით ლამფის შუქზე კითხვა. ამის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გვაძლევს აირან კანგის უჩვეულო გამოგონება. მან გადაწყვიტა, "წიგნი - სინათლის წყარო" სისრულეში მოეყვანა არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც და შექმნა ნეონის, მანათობელი წიგნები. არ შეგაცდინოთ გარეგნულმა იერსახემ, ნუ იფიქრებთ რომ მან მხოლოდ ყდა შეუცვალა წიგნებს, არა! ამ წიგნებში ყველაფერი ანათებს, დიახ, ყველაფერი, როგორც ყდა, ასევე ნაწერი და წიგნში განთავსებული თითოეული ილუსტრაცია!
34 1-ს მოსწონს
|