საზოგადოება ობამამ ლგბტ ჟურნალის ყდისთვის ფოტო გადაიღო 2015, 11 ნოემბერი, 15:10 აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა პირველი მოქმედი სახელმწიფოს მეთაურია, რომლის ფოტოც გავლენიანი ამერიკული ლგბტ ჟურნალის - Out - ყდაზე გამოჩნდა. ჟურნალმა მას "წლის მოკავშირე" უწოდა - საზოგადოებრივი მოღვაწე, რომელმაც წარმატებებს მიაღწია სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის საქმეში.რედაქციაში აღნიშნეს ობამას ერთგულება ქვეყნის მოქალაქეების თანასწორობისადმი. Out-ის კოლექტივს განსაკუთრებით მოეწონა პრეზიდენტის რეაქცია უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ერთსქესიანი ქორწინებები აშშ-ს მთელს ტერიტორიაზე ეცნო კანონიერად. მაშინ ივნისში ობამამ განაცხადა, რომ ისტორიული გადაწყვეტილება მეხის გავარდნას ჰგავდა და ამ ვერდიქტს ამერიკის დიდი გამარჯვება უწოდა. 60 6-ს მოსწონს
|