შოუბიზნესი "სიმღერა ამიკრძალეს! ამაზე ცინიკური რა შეიძლებოდა ყოფილიყო?"-სოფო ნიჟარაძე განაწყენებულია 2015, 11 ნოემბერი, 1:10 ![]() რამდენიმე დღის წინ მომღერალ სოფო ნიჟარაძისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. "მიხეილ სააკაშვილი: მანდ სისხლის ღვრა იქნება, რომ იცოდე! სოფო: რა პონტში, აქ, ჩვენთან? მიხეილ სააკაშვილი: აბა... სოფო: ხო, ალბათ იქნება მიხეილ სააკაშვილი: სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო. სოფო: ხო, მაგრამ რაღაცნაირად არის, პასიურობენ, ცოტა ეშინიათ მიხეილ სააკაშვილი: ვის? სოფო: ჩვენებს. მიხეილ სააკაშვილი: ხო, ეს თავიდან ყოველთვის ასეა. რო იქნება, მერე ნახავ. ნოდარ მელაძე გახდება ფილდ-კომანდერი. სოფო ნიჟარაძე: ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩაჯმული. სუნი ასდის შორიდან." ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას და მხარდაჭერას რუსთავი ორის მთელი კოლექტივის მიმართ!" მომღერალი რამდენიმე დღის წინ დაკითხვაზეც იმყოფებოდა. ცოტა ხნის წინ კი სოფოს უწყება მიუვიდა ხმის ნიმუშიც ჩაბარების თაობაზე. "დღეს, საღამოს 9 საათსა და 30 წუთზე გაისმა ზარი ჩემს კარებზე, გავაღე კარი და დამხვდა უშიშროების სამსახურის ორი წარომადგენელი ახალი უწყებით ხელში, ხმის ნიმუშის ჩაბარებასთან დაკავშირებით. ამაზე ცინიკური რა შეიძლებოდა ყოფილიყო? სიმღერა ხომ ამიკრძალეს, ახლა თურმე ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ჩემი ხმა აინტერესებთ, უშიშროების სამსახურია! შეგიძლიათ ჩემს დისკებს მოუსმინოთ, ბატონებო, რთული არ იქნება შედარება, შეადარეთ, თან ხარისხიან მუსიკასაც მოისმენთ!"-გვამცნო სოფომ. ![]() 1468 4-ს მოსწონს
|