x
image
ბუბუ007
5 ყველაზე ლამაზი ქალბატონის ტრაგიკული ბედი
1) მონიკა სპირი, “მის ვენესუელა — 2004''

მონიკა ვენესუელას ულამაზეს გოგონად 2004 წელს აირჩიეს და 2005 წელს ის «მის სამყაროს» კონკურსზე თავის ქვეყანას წარმოადგენდა.2014 წელს ის ოჯახთან ერთად
ვენესუელაში ჩავიდა. მათმა მანქანამ, გზაზე დაგდებულ წვეტიან და ბასრ
ნივთს გადაუარა და ორი საბურავი გაუსკდა. მანქანის გაჩერების შემდეგ,
პოლიციაში დარეკეს. ვიდრე დახმარება მივიდა, მძარცველებმა მონიკა და მისი
ქმარი მანქანაში ჩაცხრილეს, ხოლო მათი 5 წლის ქალიშვილი, სასწაულებრივად
გადაურჩა სიკვდილს.

image

2) მარია ხოსე ალვარადო, “მის ჰონდურასი — 2014''.


19 წლის მარია, თავისი დის, სოფის შეყვარებულის, პლუტარკო რუისის
დაბადების დღის აღსანიშნავად იყო წასული. წვეულების შემდეგ, სახლში
გოგონები აღარ დაბრუნებულან. მათი დაკარგვის ამბავი, მშობლებს, თავად
რუისმა შეატყობინა. ის პოლიციას ძიებაშიც ეხმარებოდა და სულ მათ სიახლოვეს
ტრიალებდა. ახალგაზრდა კაცის ასეთმა საქციელმა დააეჭვა პოლიციელები და ის
დააპატიმრეს, გოგონების გატაცების ბრალდებით. მაგრამ, დაკითხვის დროს,
მან მოულოდნელად, ორმაგი მკვლელობა აღიარა.

image

3) სვეტლანა კოტოვა, “მის რუსეთი — 1996''

სილამაზის კონკურსის შემდეგ, სვეტლანამ თავისი ბედი ლეგენდარულ ქილერს
სოლონიკს დაუკავშირა. ახალ წელს შეყვარებულმა სვეტა თავის ვილაზე,
საბერძნეთში დაპატიჟა. გოგონა ისე აღაფრთოვანა ფანტანებიანმა ბაღმა და
მომსახურების დონემ, რომ სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, დედას დაურეკა და
უთხრა, რომ სამოთხეში მოხვდა. მისი ეს ფრაზა საბედისწერო აღმოჩნდა:
მომდევნო დღეს, ვილას შეიარაღებული ადამიანები დაესხნენ თავს და სვეტლანაც ემსხვერპლა მათ.

image

4)მელოდი გერშბახი, “მის მსოფლიო — 2009''

ულამაზესი ფილიპინელი მოდელი, გვირგვინის მიღებიდან, ერთი წლის შემდეგ,
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. 2010 წლის 21 აგვისტოს, გოგონას დიდ
სიჩქარეზე მოძრავი სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. მძღოლი პოლოციას ჩაბარდა და
განაცხადა, რომ ავტობუსი გაუმართავი იყო და მასზე კონტროლი დაკარგა.
მელოდი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image

5)გენეზის კარმონა, “მის ტურიზმი — 2013'', ვენესუელა

გენეზის კარმონა პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ
მიტინგში მონაწილეობდა. ის აღშფოთებული იყო ქვეყანაში კრიმინალის მაღალი,
ხოლო ცხოვრების დაბალი დონით. ამიტომ, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ
მიტინგს შეუერთდა ქ. ვალენსიაში. უეცრად, სროლის ხმა გაისმა და გოგონა
დაეცა. მას ტყვია თავში მოხვდა. გენეზისი სასწრაფოდ საავადმყოფოში
წაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

image



0
621
5-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
621
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0