x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე უცნაური ადამიანები შოკისმომგვრელი, უცნაური ისტორიებით +13
ყოველი ადამიანი ცალკე ინდივიდია სრულიად განსხვავებული ჩვევებითა და ხასიათით, ამიტომ ხშირად ვხდებით ისეთ ინდივიდებს, რომელთა ქცევა და ჩვევები სრული უცნაურობებითაა მოცული. დღევანდელი, ასეთი უცნაური- სხვა დანარჩენებისგან განსხვავებული ადამიანები იქცნენ კიდეც ინტერნეტ ვარსკვლავად, თუმცა ადამიანები უცნაური ჩვევებით, რომლებიც ათიოდე დღის წინ გაგაცანით, დარწმუნებული ვარ სრულიად საუცხოო და ახალი იყო თქვენთვის. დღეს კი მინდა ასეთი უცნაური ადამიანების, მომდევნო ხუთეული გაგაცნოთ.


image


(ლინკი მათთვის, ვინც წინა ნაწილი ვერ ნახა)


http://intermedia.ge/სტატია/67356-ყველაზე-უცნაური-ადამიანები-შოკისმომგვრელი-უცნაური-ისტორიებით/19/




1. Carl Tanzler. სამსახურეობრივი მოტივით, კარლი შტატებში გადავიდა და დაიწყო ფლორიდაში საზღვაო საავადმყოფოში ექიმად მუშაობა. 1930 წელს მან 22 წლის პაციენტი, ვინმე Helena Hoyos-ი გაიცნო, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა. მრავალი მცდელობის მიუხედავად, ამაო იყო კარლის მხრიდან ელენას გადარჩენა ანტიბიოტიკებითა თუ X- სხივებით, ამიტომ ქალი 1931 წლის ოქტომბერში, მშობლების სახლში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. 1933 წლის აპრილში კარლმა მოიპარა ელენის ნეშტი საფლავიდან და საკუთარ სახლში გადაასვენა, სადაც გვამს გაუმაგრა ძვლები, სახე დაუმაგრა მავთულებით, ჩაუსვა მინის თვალები, დამპალი კანი აბრეშუმითა და ცვილით განუახლა, მისივე, გაცვენილი თმისგან შეკერა "პარიკი" და დააფარა, მოკაზმა სამკაულებით, ლამაზი ხელთათმანებით და აპკურა დიდი ოდენობით სუნამო, რათა შენიღბულიყო ნეშტის მძაფრი სუნი. მისი ქალი-იდეალი ელენა მასთან 1940 წლამდე ცხოვრობდა, მანამ, სანამ არ გაუგეს და ნეშტი საფლავს არ დაუბრუნეს, კარლი კი ფსიქიატრიულში გააწესეს. ფსიქიატრიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კარლი იყო სრულიად ჯანმრთელი, ამიტომ იგი გაათავისუფლეს, თუმცა მას მაინც არ შეუწყვიტავს ელენაზე ფიქრი, თავად შექმნა ცვილისა და სხვა საჭირო ინვენტარისგან მისი მსგავსი თოჯინა და სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ცხოვრობდა მასთან.

imageimageimageimage



2. Gottfried Noh. გოტფრიდი წარმოშობით გერმანელი იყო. 1837 წელს, მან დაამთავრა ფრაიბურგის სამედიცინო უნივერსიტეტი, 1840 წელს კი მოყვა ვენესუელის ემიგრანტების სიაში და დასახლდა ლა-გუაირეში, სადაც ის ღარიბებს უფასოდ მკურნალობდა, 1857 წელს კი კარაკასში ბავშვთა საავადმყოფო გახსნა. მაშ, რა უცნაურობას ჰქონდა მისი მხრიდან ადგილი ამდენ სიკეთეს შორის?? მან გამოიგონა წამალი, რომელიც წარმოადგენს საიდუმლო სამეცნიერო წვლილს, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი მყისიერად მუმიფიცირდებოდა ყოველგვარი შინაგანი ორგანოების ამოღების გარეშე. 1869 წელს გარდაიცვალა რიგითი ჯარისკაცი ვინმე Jose Perez-ი, რომელიც სამწუხაროდ არავინ მოიკითხა, ამიტომ გოტფრიდმა გადაწყვიტა სხეულის მუმიფიცირება და შემდეგ კი ის საკუთარი ოფისის ოთახის კარებთან დადო. განსაზღვრული დროის შემდეგ კი გადაიტანა თავის დაჩაზე და სწორედ მაშინ დაებადა იდეა, შეეგროვებინა მუმიფიცირებული ადამიანები და სწორედ დაჩაზე ჰქონდა მათი კოლექცია. მისი ეს უცნაური წარმოდგენა კი 1884 წელს ქვეყნის ხელისუფლების ჩარევის შედეგად დასრულდა. მას ასევე ჰქონდა მრისხანე ფორმაში მყოფი კატებისა და ძაღლების მუმიები დაჩაზე, რითიც ცდილობდა დაეცვა საკუთარი ტერიტორია, თუმცა ვერც მათ შეაშინეს მთავრობის წარმომადგენლები და მის გატაცებას წერტილი სამუდამოდ დაესვა. გოტფრიდი ისე გარდაიცვალა, რომ ამ საოცარი თუ საშინელი მიქსტურის ფორმულა არავისთვის არ გაუნდია და საიდუმლო სამარეში ჩაიტანა.

image




3. Gloria Ramirez. 1963 წელს დაბადებული და 1994 წელს გარდაცვლილი, ვინმე გლორია რამირეზი იყო ორი შვილის დედა და დიასახლისი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ შეირაცხა ზედმეტი სახელით- "ქალი ტოქსიკი". 1994 წელს ის საავადმყოფოში შევიდა კიბოს მწვავე ფორმითა და ტაქიკარდიით. როდესაც მედდა ანალიზებისთვის ვენიდან სისხლს უღებდა, იგრძნო ამიაკის მძაფრი სუნი და მყისიერად დაკარგა გონება. მომდევნო მედდამ, რომელმაც გონებადაკარგული ქალი ჩაანაცვლა, აღნიშნა, რომ გლორიას სისხლი იყო უცნაური ფერის და შედგებოდა სულ სხვა ნაწილაკებისგან. გარკვეული დროის შემდეგ ამ მედდამაც და გლორიას მკურნალმა ექიმმაც ასევე გონება დაკარგეს. ყველას მაშინვე ჩაუტარდა გადაუდებელი კვლევები და იქ მყოფებს კი დაატოვებინეს შენობა. ამ ამბიდან რამდენიმე საათში გლორია კიბოთი გამოწვეული თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ მოხერხდა გლორიას სხეულის დაკრძალვა, რადგან ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გაკვეთა და კვლევები, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მაინც ვერ დასახელდა, უცნაური კი იყო ის, რომ მას გული ადგილზე არ ჰქონდა და ორგანოების უმეტესი ნაწილი დაბინძურებული იყო ფეკალიებით.

image





4. Lee Ching Yong. "მშვენიერი, ლამაზი, იდუმალი და უცნაური"- ეს ოთხივე ზედსართავი სახელი აღწერს მთელს ჩინეთს. ყველაზე უცნაური ისტორიების მქონე ადამიანების სიის მომდევნო წევრი კი სწორედ რომ ჩინელი, ვინმე Lee Ching Yong-ია. სავარაუდოდ, ის ერთადერთი ხანგრძლივი ცხოვრებით მცხოვრები-ხანდაზმული ადამიანია ჩვენს წელთაღრიცხვაში, ვინაიდან არსებულ წყაროებზე დაყრდნობითა და ანალიზით მან 197 ან 256 წელი იცოცხლა. ზოგიერთი წყაროს ცნობით მან თავად განაცხადა, რომ დაიბადა 1736 წელს, ხოლო სხვა წყაროები იუწყება მის დაბადების თარიღად 1677 წელს. მან იმოგზაურა ცხოვრების განმავლობაში მთელს ჩინეთში, გატაცებული იყო ბალახების შეგროვებით და ცხოვრობდა ჯანმრთელი, ხოლო ხალხის კითხვას თუ რაშია მისი საიდუმლო, ის ასე პასუხობდა: "გული ყოველთვის სიმშვიდეში ამყოფეთ; იყავით აუჩქარებელი, როგორც კუ; სუფთა და აქტიური, როგორც მტრედი და იძინეთ, როგორც ძაღლი". ასევე ცნობილია, რომ ჰყავდა 24 ცოლი და მოესწრო თერთმეტ თაობას. 1930 წელს ჩენდუს უნივერსიტეტის პროფესორმა Chang Wu-მ იპოვა მტკიცებულებები, სადაც საიმპერატორო ჩინეთის მთავრობა 1827 წელს ლიის ულოცავს დაბადების 150 წლისთავს. ამ სტატისტიკის მიხედვით კი ლიი გარდაცვალების მომენტში 256 წლის იყო.

image





5. Dorangel Vargas. სან-კრისტობალში, ვენესუელაში, 1999 წლის 12 თებერვალს ადგილობრივი ჟანდარმი საგანგებო ზარის გამო გაემართა შემთხვევის ადგილას. უსაშინლესი შემთხვევა იყო: ორმა ბიჭმა მდინარის პირას იპოვა ცელოფანში მოთავსებული, ექვსი ადამიანის ხელები, ფეხები და თავები. გამოძიებამ კი სამართალდამცავები პატარა, ღარიბულ სახლთან მიიყვანა, სადაც არა სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანი- Dorangel Vargas-ი ცხოვრობდა. ის მაშინვე წაიყვანეს განყოფილებაში დაკითხვაზე, სადაც განაცხადა: "მამაკაცის ხორცი გაცილებით გემრიელია, ვიდრე ქალის. მამაკაცის ხორცს "ვიჩინის" გემო აქვს და კარგად იწვება მაყალზე". დორანჯელი დაიბადა 1957 წელს, ამ დრომდე იხდის სასჯელს ციხეში და იტანჯება პარანოიდული შიზოფრენიით. ეროვნულ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს მან ყველა მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა. ის დახვეწილი და მკაცრი მზარეულია გამომდინარე საკუთარი მონაყოლიდან: "მე არასოდეს მომიკლავს მსუქანი მამაკაცი, ყოველთვის ნორმალურს ვირჩევდი, რადგან მსუქანს ბევრი ქონი და ქოლესტერინი აქვს. მიყვარს კარგი ხორცი, ხოდა კარგად ვარჩევდი, ვასუნელებდი და ვიყენებდი საკვებად. უძვლო ხორცით ვაკეთებდი ჩაშუშულს (ტუშონკა), ხოლო ენასა და თვალებს ვიყენებდი წვნიანისთვის".


კითხვაზე ნანობდა თუ არა ჩადენილ დანაშაულს, მან შემდეგი პასუხი გასცა: "არ ვნანობ არაფერს, მიყვარს ადამიანის ხორცი და უკანასკნელი არ ვარ ვისაც უყვარს ადამიანის ხორცი. გინდათ კიდევ ერთი საიდუმლო გაგანდოთ? გასული წლის დეკემბერში (1998 წელს) მე მოვკალი ჩემი მეზობელი მანუელი, რომელსაც ყველა კეთილ და კარგ კაცად მოიხენიებდა, ვინაიდან მაინტერესებდა კარგ ადამაიანს გემრიელი ხორცი თუ ექნებოდა. გავაკეთე ვენესუელის სამზარეულოს მიხედვით "ემპანადას" კერძი და მანუელის ხორცის ბლინჩიკები, შემდეგ კი მივაწოდე მეზობლებს ისე, რომ არც უეჭვიათ ადამიანის ხორცით თუ იყო, მეტიც, აღფრთოვანდნენ მისი გემრიელი გემოთი და არომატით".



ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა გეგმები აქვს ციხიდან გასვლის შემდეგ, ვარგასმა განაცხადა: "ძალიან მინდა აქედან გასვლა, რათა კვლავ ვჭამო ადამიანის ხორცი, ეს ჩემი მოწოდებაა".


მონაცემების მიხედვით კი ვარგასმა 1995 წლიდან 1999 წლის ჩათვლით სულ 40 ადამიანი მოკლა და ჭამა.


დღეს კი, როდესაც ის ჯერ კიდევ იხდის სასჯელს ციხეში, პატიმრებს, რომლებიც ცუდი ყოფაქცევით გამოირჩევიან, ციხის ადმინისტარცია მოუწოდებს გამოსწორდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებიან, რომ ჩასვამენ ვერგასთან საკანში, იქ კი რა ბედი ეწევათ სერიული მკვლელი კანიბალის ხელში, უკვე ისედაც ნათელია.

image

imageimage

2
1576
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1576
  
2015, 11 ნოემბერი, 13:18
ჰოო ინ, მეც სულ ის ფილმი მიდგას ხოლმე თვალწინ, წარმოვიდგენ მსხვერპლმა ადამიანებმა რამხელა წვალებას გაუძლეს :(( მადლობა შეფასებისთვის :*
2015, 11 ნოემბერი, 13:09
მაკუშ ვკითხულობ და ჩვენი საყვარელი სერიალი გამახსენდა❤
მაგარი ხარ,არაჩვეულებრივი სტატიაა
0 1 2