x
image
K.P.
ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე მადონას დასცინიან

image
სოციალური ქსელები და მისი მეშვეობით გამოთქმული მოსაზრებები ხშირად სკანდალად იქცევა. ცნობადი სახეები კი ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან. თუმცა თავადაც კარგად იციან, რომ მათი ყოველი სიტყვა შესაძლოა ყვითელი პრესის გარეკანზე მოხვდეს.

მომღერლები ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე სოციალური ქსელის მეშვეობით მადონას დასცინიან. ნინიმ ვიდეო გააზიარა, რომელშიც მომღერალი "La Isla Bonita"-ს ასრულებს და პოსტსზე თაკო გაჩეჩილაძე მონიშნა. თაკოს და, ნინო გაჩეჩილაძე შემსრულებელს უსმენოს უწოდებს: "უიმე, რა უსმენო ყოფილა". მეგობრებს აჰყვა მომღერალი ანრი ჯოხაძე: "ორ დღეში ეს ყ...ეობა უნდა მოვისმინო". "გილოცავ"-ეპასუხება თაკო გაჩეჩილაძე. როგორც ჩანს ქართველი მომღერლების პოსტი თვალში მადონას ფანებს არ მოხვდათ, ეს უკანასკნელნი ხომ საქართველოშიც მრავლად არიან.

შეგახსენებთ რომ, მადონა ამერიკელი დენს-პოპ მომღერალი და კომპოზიტორი, მოცეკვავე, მუსიკალური- და კინოპროდიუსერი და მსახიობია. მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 175 მილიონი ალბომისა და 75 მილიონი სინგლის წყალობით, "გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა" მადონა ყველა დროის ყველაზე წარმატებულ სოლო მომღერალ ქალად დაასახელა. "ფორბსის" მონაცემებით, ამერიკელი მომღერლის ქონება 325 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან სოლო მომღერალ ქალადაც არის აღიარებული. ჩვეულებრივ, მას "პოპის დედოფალს" უწოდებენ. გამოცემა "Billboard"-მა მადონას ამჟამინდელი ტურნეს "Rebel Heart"-ის შემოსავლები გადათვალა და როგორც ირკვევა კონცერტებიდან შემოსული თანხა უკვე 46 მილიონ დოლარს აღემატება.

0
239
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0