საზოგადოება ზაალ უდუმაშვილი: “ხალხის ხმა დღეს უფრო ძლიერია ვიდრე რამდენიმე ურთმელიძის სურვილი” 2015, 9 ნოემბერი, 11:50 “ხელისუფლებაში ყოფნის 3 წლის თავზე გასაოცარი ქართული დემოკრატია დაინახა, ისეთი, რომ მთელი მსოფლიო ფეხზე დგას დემოკრატიის დაცვაში, ”- ამ სიტყვებით მიმართა ზაალ უდუმაშვილმა რუსთავი 2-ის ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს. მისი თქმით, ხელისუფლება კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა დადგა. “მთავრობა და ხელისუფლება დადგა კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა. ამ ხელისუფლებას ჩვენ ვახსენებდით და კიდევ შევახსენებთ იმ დაპირებებს, რომელიც მან ათეულობით მიცა მოსახლეობას. ერთი დაპირება პირწმინდათ შეასრულა. ხელისუფლებიდან მოსვლის 3 წლის თავზე ევროპამ გასაოცარი ქართული დემოკრატია დაინახა. ისეთი დემოკრატია, რომ მთელი მსოფლიო ფეხზე დგას ამ დემოკრატიის დაცვაში. დღეს ზღვარი დემოკრატიასა და დიქტატურას შორის ამ შენობაზე გადის და ეს ჩვენი არჩევანი არ ყოფილა ამ მდგომარეობაში ხელისუფლებამ ჩაგვაყენა. რომ არა თქვენი ერთსულოვნება და მხარდაჭერა ეს ბრძოლა წაგებული გვექნებოდა. თავისუფალი ხალხის ხმა დღეს უფრო ძლიერია ვიდრე რამდენიმე ურთმელიძის სურვილი, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის თავისფულება ჩაახშოს, ”- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. სტატია ამოღებულია ჟურნალ "რეზონანსი"-დან... 103 5-ს მოსწონს 1-ს არა
|