x
image
ნანუშკი ნანა
"სიურპრიზი" რომელსაც ცუდი და მოულოდნელი განვითარება მოჰყვა
image
ისტორიის გმირმა ბიჭმა გადაწყვიტა გოგოსთვის დიდი სიურპრიზი მოეწყო. ამისათვის მას თვალები უნდა აეხვია გოგოსთვის. ყველაფერი ძალიან უწყინარად დაიწყო მაგრამ ბოლო ძალიან დიდი კრახით დასრულდა. ეს ამბავი მათ არასდროს დაავიწყდებათ, განსაკუთრებით გოგონას.


ამ ავბედით დღეს გოგონამ სამი თეფში ლობიო მიირთვა. მან იცოდა რომ ეს მეტისმეტი იყო მაგრამ ვერ გაუძლო ცდუნებას. სახლში რომ დაბრუნდა მან აღმოაჩინა თავისი მეგობარი ბიჭი რომელიც მას ელოდა მომღიმარი სახით. მან გოგონას უთხრა რომ მოუწყო სიურპრიზი, აუხვია თვალები, გაიყვანა მისაღებ ოთახში და დასვა მაგიდასთან. ამ დროს დარეკა ტელეფონმა, ბიჭი გავიდა რათა ეპასუხა ტელეფონისთვის. გოგონა მოდუნდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ნაწლავები ლამის აუფეთქდა მანამდე და მან გადაწყვიტა განთავისუფლებულიყო ამ უსიამოვნო შეგრძნებისგან, იგი განთავისუგლდა გაზებისგან, შემდეგ აიღო ხელსახოცი და გაინიავა ცხვირწინ რათა ცოტა შეემსუბუქებინა ის უსიამოვნო სუნი რომელიც ოთახში დადგა.

როდასაც ბიჭი დაბრუნდა ოთახში მან რა თქმა უნდა შენიშნა გოგონას კმაყოფილი და მომღიმარი სახე რომელიც მას ელოდა. მან კითხა გოგონას ხომ არ მოუხსნია თვალებიდან სახვევი და რა თქმა უნდა მიიღო თავისთვის დადებითი პასუხი. შემდეგ თვითონ შეუდგა ამის გაკეთებას

-"დაბადების დღეს გილოცავ საყვარელო" – უთხრა ბიჭმა მას და მოხსნა თვალებიდან სახვევი . მაგიდა იყო გაშლილი და მის გარშემო იჯდა 12 ადამიანი რომლებმაც ერთხმად მიულოცეს გოგოს დაბადების დღე ისე რომ ცხვირიდან ხელი არ მოუხსნიათ .



სიურპრიზი არ განხორციელდა და მათ ეს დღე დიდი ხნის მანძილზე ემახსოვრებათ სირცხვილით.

4
640
12-ს მოსწონს
ავტორი:ნანუშკი ნანა
ნანუშკი ნანა
640
  
2015, 7 ნოემბერი, 13:17
მეც ძალიან
2015, 7 ნოემბერი, 13:15
შემეცოდა გოგო :)
2015, 7 ნოემბერი, 13:15
შედეგმაც არ დააყოვნა :))))
2015, 7 ნოემბერი, 13:14
რამ აჭამა 3 თეფში ლობიო ამ ჩემი ცოდვით სავსეს?! :))))
0 1 4