x
მეტი
  • 24.08.2024
  • სტატია:136676
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510917
მეუფე იაკობი - ტერიტორიული მთლიანობა ღმერთმა წაგვართვა

ტერიტორიული მთლიანობა ღმერთმა წაგვართვა და ღმერთივე დაგვიბრუნებს, - ამის შესახებ დღეს, სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა ბრძანა . მისივე თქმით, ყველა ადამიანმა უნდა იცხოვროს ნამდვილი ადამიანივით და ისე არ უნდა იყოს, რომ "ერთმანეთს არ ვუფრთხილდებოდეთ". "ადამიანმა ყველაფერი უნდა მიუძღვნას ღმერთს და მოერიდოს იმას, რაც საძაგელია უფლისთვის. თუ გადავხედავთ კაციობრიობის ისტორიას, სადაც უკვე გადადიან ფუფუნებაზე, იქ შემოდის ყოველგვარი გარყვნილება, ცოდვების მორევში გადაშვება. როდესაც ფუფუნებაშია ადამიანი, მას თავი ხშირად ღმერთზე დიდადაც წარმოუდგენია. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი ნაფიქრალი არის მართალი, ღვთის სიმართლეს კი გაურბიან, მაგრამ არის მარადიული ღირებულებები და ამას ვერც ერთი საზოგადოება ვერ შეცვლის, რადგან ყველაფერს თავისი სახელი აქვს", - აღნიშნა მეუფემ. მისივე თქმით, ადამიანი ცოდვათა ჭაობიდან თავის დაღწევას უნდა ეცადოს. "თუ ქვეყნის ისტორიას გადავხედავთ, არიან ქვეყნები, სადაც ღმერთს არ იხსენიებენ, ზოგან კი ღმერთის სხვა სიტყვებით ჩანაცვლება იწყება. ეს კი გვაგონებს იმ ადამიანებს, რომლებმაც არაფერი იციან. დადგა დრო, როდესაც უარყოფენ ღმერთს და ათეისტობა მიაჩნიათ კარგად. თუ მორწმუნეს დასცინებენ, რატომღაც თვითონ უფრო უკეთესები ჰგონიათ თავი და მენტორული ტონით არიგებენ, როგორ უნდა იცხოვრონ და რა უნდა გააკეთონ", – ბრძანა მეუფე იაკობმა. მისივე თქმით, სამყაროში მრავალი კატასტროფა ხდება და ამიტომ ადამიანები უნდა მოერიდონ ისეთ სიახლეებს, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება. მეუფის განცხადებით, საშიშია სულიერი კატასტროფა, რომელიც ადამიანს ცოდვების მორევში აგდებს. "ჩვენ ყოველთვის უნდა მოვერიდოთ ცოდვას, არ არის ადამიანი, რომელიც არ სცოდავს. ჩვენ იმ ადამიანებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, რომელიც სცოდავს, არამედ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ცოდვილ მიდრეკილებებს", – განაცხადა მეუფემ. მისვე თქმით, ყველა ადამიანმა უნდა იცხოვროს სულიერი ცხოვრებით და ყველამ უნდა შეიყვაროს სამშობლო. "საქართველო მოგვცა უფალმა და ვალდებულები ვართ ღვთის სიყვარული ჩვენი ქვეყნის სიყვარულში გამოვხატოთ. რამდენი ჩვენი წინაპარია სამშობლოსთვის თავდადებული და მათ დღევანდლამდე მოგვიყვანეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ვალდებულებები. ჩვენი ერი ღირსეულად გაუძლებს იმ გამოწვევებს, რაც მის წინაშე დგას და აუცილებლად ვიბრძოლებთ ღირსეული მომავლისთვის", – აღნიშნა მეუფე იაკობმა. მისივე თქმით, ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, ღმერთის სამსახურში იცხოვრონ და ღმერთს სთხოვონ პატიება საკუთარი შეცდომებისთვის. "არავინ იზრუნებს იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ეს ჩვენ ღმერთმა წაგვართვა და ღმერთი დაგვიბრუნებს. ამისთვის კარგად უნდა ვიცხოვროთ, უნდა ვიყოთ ნამდვილი ადამიანები და ერთმანეთს უნდა ვუფრთხილდებოდეთ. უნდა დავფიქრდეთ, რას ითხოვს უფალი ჩვენგან და უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ვიფიქროთ, რა დავაკელით ჩვენს სულებს. ღმერთს უნდა ვთხოვოთ პატიება და შეცდომები გამოვასწოროთ", – ბრძანა მეუფემ. მან წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ფერიცვალების დამდეგი დღესასწაული მიულოცა. დღესვე მეუფემ თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსანტები და მეცამეტე ბატალიონის სამშვიდობო ოცეული დალოცა და მათ მშვიდობიან და გამარჯვების გზაზე სიარული უსურვა. გარდა ამისა, მეუფე იაკობმა რამდენიმე გვარი დალოცა. იაკობი

0
194
შეფასება არ არის
ავტორი:მამუკა კობალაძე
მამუკა კობალაძე
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0