x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ისევ სისხლი გინდა მიშიკო? ისევ ამძაღდა შენი სული? - მოროშკინა სააკაშვილს
სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის ყოფილი მრჩეველი და არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს“ თავმჯდომარე, ასევე სექს-სიმბოლოდ და ვნებამორეულად ცნობილი ლალი მოროშკინას ყოველთვის ახასიათებდა პარტია "ნაციონალების" ყოფილი ლიდერისა და ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა და სკანდალური პოსტები ამასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ გასულ წელს, ის აფიქსირებდა საკუთარ მოსაზრებას facebook-ის საკუთარ გვერდზე, რომ ძალიან მალე იხილავდა პარტია "ნაციონალების" წარმომადგენლებს გისოსებს მიღმა- „ჩემს გააქტიურებასთან ერთად გააქტიურდა ნაციონალების ინტერნეტ-დივერსიული ფრთაც. ძვირფასო „ნაციონალებო", შიში შეიქმს სიყვარულს და ადრე თუ გვიან ძალიან შეგიყვარდებით, თუნდაც იმიტომ რომ ერთ უწყებაში მოგვიწევს თანაარსებობა, მე გისოსებს აქეთ, თქვენ კი გისოსებს იქით! ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ თქვენ კონსტრუქციულ- ოპოზიციურ ძალად აღგექვათ საკუთარი თავი, მაგრამ არა, თქვენ ეს შანსიც ხელიდან გაუშვით, და საბოლოოდ გამარგინალდით. შესაბამისად, თქვენი ადგილი „რეალპოლიტიკაში" არ არის, ხოლო თქვენი მთავარი გურუს - სააკაშვილის ადგილი ციხეშია! დამთავრდა კოჰაბიტაცია!!! დაწერეთ თქვენით განცხადებები და პატაკები, თორემ დაგაწერინებენ! მე კი ჩემის მხრივ ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენნაირებს კი ვიცი რაც ეკუთვნით, მინიმუმ „წაქცეულს არ ურტყამენს" პრინციპით გეტყვით, რომ არ გემუქრებათ არც ცოცხები, არც ელექტრო შოკი, არც სკამის ფეხი, არც „ბიჩოკი" უკანა ტანში, არც ფრჩხილების ცოცხლად დაძრობა მორგში და არც პირადი პაემნების ოთახში თვალთვალი ცოლ-ქმრული ურთიერთობის დროს, რაც თქვენი საყვარელი მეთოდები იყო-პირიქით, ჩვენ კარგი და ჯანსაღი კვება გვაქვს, კარგი სამედიცინო მომსახურეობა და ფსიქოლოგის ინსტიტუტი, რომელიც თქვენ ნამდვილად დაგჭირდებათ- პატივისცემით, ლ.მ."


image



გასულ კვირას კი, მან ახალი პოსტით გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება, მოწონება და კრიტიკა ერთდროულად, სადაც კვლავ ექსპრეზიდენტს- მიხეილ სააკაშვილს საჯაროდ, ღია წერილით მიმართავს, უკრაინაში გავრცელებული მასობრივი აქციების გამო: „მიშა, შენ გაწირე შენივე გუნდი! შენ ავრცელებ ამ ბინძურ კადრებს, რომელსაც სპეციალურად ითხოვდი, საუკეთესო ხარისხით ყოფილიყო გადაღებული, მერე იკეტებოდი კაბინეტში და „ტკბებოდი”! იცი კარგად, რომ დღე-დღეზე გაგაძევებენ უკრაინიდან და ახალი გზის ძიებაში გადაწყვიტე საქართველოში სისხლის კალო დააყენო, რომ ამ “კარტინკამ” შესაძლებლობა მოგცეს, შენი “არდაბრუნება სამშობლოში” აპოზიციონერო, როგორც -“იქ სამოქალაქო დაპირისპირებაა”! შენ გაწირე ის რამდენიმე ახალგაზრდა, რომელსაც სჯერა შენი! შენ გაწირე გიგი უგულავა, რომელსაც ეს ჯოჯოხეთური სპექტაკლი მოუწყვე! შენ გაწირე ჟურნალისტთა ჯგუფი – რომელიც პირადად შენზე მუშაობდა, აბა ვითომ უფლებადამცველები კი ვიცით, რომ შენი სისხლიანი გეგმის ნაწილია! შენ გინდა, რომ 320.000-მა მსჯავრდებულმა და შენგან გამწარებულმა თითქმის მთელმა საქართველომ, პირდაპირი მნიშვნელობით გადაუაროს 15.000 შენს მხარდამჭერს! ისევ სისხლი გინდა მიშიკო? ისევ ამძაღდა შენი სული? რატომ არ გასვენებს გამჩენი? რატომ სწირავ ამ ხალხს შენ, კერპთაყვანისმცემელო! სისხლიანი სურათი საქართველოდან “გაგიპრავებს” ამერიკელებთან გაქცევას! – აი რა არის შენი გეგმა! ხომ არ დაგავიწყდა, რომ პიარის ერთი სკოლა დავამთავრეთ? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ყველა შენი ნაბიჯი წინასწარ ვიცი! არ გამოგივა საქართველოს ძაძებში გახვევა!“- წერს ლალი მოროშკინა.

0
95
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0