საზოგადოება ეკა მიშველაძე ტელევიზიას უბრუნდება! 2015, 5 ნოემბერი, 18:32 როგორც ჟურნალ-გაზეთი "რეზონანსი" იუწყება, ერთ-ერთი ცნობილი
ქართველი მანდილოსანი ეკა მიშველაძე კვლავ ტელევიზიას უბრუნდება.
ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს მოამზადებს.
ცნობილი ჟურნალისტი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს. ეკა მიშველაძის თქმით, ახალ პოლიტიკურ თოქ-შოუსთვის წინადადება ტელევიზიის დირექტორისგან მიიღო. ჟურნალისტის ინფორმაციით ახალი პოლიტიკური თოქ-შოუ იანვრიდან დაიწყება. გთავაზობთ ჟურნალისტის განცხადებას უცვლელად: "რა ცვლილებები იქნება შეტანილი, მონახაზი უკვე მაქვს. გადაცემა უფრო ანალიტიკური იქნება. მის ფორმატზე კი, მიმდინარეობს მსჯელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან. მიხარია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სტანდარტების ერთგული დარჩა" ეკა მიშველაძე გუშინ(04/11/2015) შეხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლობის დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს. ხოლო გასული კვირის განმავლობაში ახალ თოქ-შოუსთან დაკავშირებით ხვდებოდა ტელევიზიის სხვადასხვა ხელმძღვანელს. მოგახსენებთ, რომ ეკა მიშველაძე საზოგადოებამ თავდაპირველად პოლიტიკურ თოქ-შოუში "პირველი სტუდია" გაიცნო. წარმატებული გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლობის დირექტორის მრჩეველმა 2015 წლის სექტემბრის თვეში დაახურინა. შემდეგში მიზეზად მიშველაძის მეუღლე გამოცხადდა, რადგან ის პოლიტუკური კოალიზაციის "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ.... აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის მეუღლე ალექსი პეტრიაშვილია. აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დირექტორის მრჩეველმა ასეთი კომენტარი გააკეთა: ""მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა" 73 8-ს მოსწონს
|