x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ვინ იყო ოსკარ შინდლერი? - "შინდლერის სია"

image
ოსკარ შინდლერი - გერმანელი ინდუსტრიალისტი, რომელმაც მის საწარმოებში მომუშავე 1000-ზე მეტი ებრაელი ჰოლოკოსტისგან გადაარჩინა. მის შესახებ გადაღებულია ფილმი„შინდლერის სია“ (1993). დაიბადა 1908 წლის 28 აპრილს - გარდაიცვალა 1974 წლის 9 ოქტომბერს.


ოსკარ შინდლერი დაიბადა 1908 წლის 28 აპრილს, ეთნიკური გერმანელის ოჯახში მორავიაში, რომელიც ავსტრია-უნგრეთსეკუთვნოდა (მორავია დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია). როცა ოსკარი 27 წლის იყო, მისი მშობლები ჰანს შინდლერი და ფრანცისკა ლუზერი ერთმანეთს დაშორდნენ. ოსკარი აღიზარდა კათოლიკურად, მაგრამ მორწმუნე არ იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მაღაზიის გამყიდველად. 1928 წლის 6 მარტს ოსკარი დაქორწინდა მდიდარი ფერმერის, ეთნიკური გერმანელების ოჯახის ქალიშვილზე ემილი პელზზე (1907-2001). 30-იან წლებში ოსკარ შინდლერმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სამსახური, სცადა საკუთარი ბიზნესის წამოწყება, მაგრამ დიდი დეპრესიის პერიოდში მისმა ბიზნესმა კრახი განიცადა.





როგორც ცნობილია არსებობდა "შინდლერის 7 სია", აქედან ჯერ-ჯერობით ნაპოვნია მხოლოდ 5 ..სიაში იგულისხმება 1100 ებრაელი, რომლებიც შინდლერმა დაიქირავა საკუთარ ფაბრიკაში, რათა ისინი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნისგან გადაერჩინა..


ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთასამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.






0
901
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
901
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0