x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138980
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
ასასინები - ყველაფერი მათ შესახებ!
ასასინები (არაბ. حشيش‎‎, ḥašīš — სამკურნალო ბალახი, მცენარე, კანაფი; მრავლობითი ფორმიდან ჰაშიშიინ) — სამხედროისმაილიტური სექტა შუა საუკუნეების ახლო აღმოსავლეთში. ისინი ევროპაში ცნობილნი გახდნენ ჯვაროსანი მოლაშქრეების ჩანაწერებიდან და მოგვიანებით მარკო პოლოს მოგზაურობიდან. მათი მოღვაწეობის ხანა 1080-1270 წლებით შემოისაზღვრება…


image


ვინ იყვნენ ასასინები?!


ასასინები იყვნენ ნაზარი ისმაილის, კერძოდ სპარსი და სირიელი მიმდევრები, რომლებიც მოღვაწეობდნენ დაახლოებით 1092-1265 წლებში. მათი სახელწოდება


მოდის სპარუსლი სიტყვისგან -Hashishin, რასაც დამამცირებელი მნიშვნელობა ქონდა და მათი მეტოქეების მიერ გამოიყენებოდა შუა საუკუნეებში. სინამდვილეში

ასასინების სახელწოდება ჰაშიშინებია. ასასინი იყო მეომართა სექტა, რომელიც

წარმოიშვა X-საუკუნის დასასრულში.


image


ასასინების ორგანიზაცია ჯერ კიდევ VIII საუკუნეში გვხვდება. მათი აღმავლობა იწყება ძლიერი მმართველი ჰასან საბაჰის მიერ ციხესიმაგრის დაარსებით ალამუტში. გადმოცემით ასასინები კამიკაძეები იყვნენ. არსებობს გადმოცემა, რომ მბრძალებლის ერთი ხელის დაქნევაზე კლდიდან მცველი გადაეშვება უფსკრულში, რათა უცხოელ სტუმარზე შთაბეჭდილება მოეხდინა და ბატონისთვის ერთგულება დაემტკიცებინა.


image


როგორც ზემოთ ვახსენეთ, ასასინების ორგანიზაცია ჯერ კიდევ VIII საუკუნეში

გვახვდებოდა, მაგრამ იშვიათად. ასასინების წარმომავლობა დაიწყო ჯვაროსნულ

ლაშქრობამდე, 1080 წელს. რთულია მათ შესახებ დიდი რაოდენობის ინფორმაციის მოპოვება, რადგან მათი მტრები საუკუნეების მანძილზე მათი კვალის წაშლას ცდილობდნენ. საკმაო ინფორმაცია განადგურდა ასასინთა შტაბის – ალამუტის განადგურების დროს, მაგრამ უდავოა, რომ ასასინთა ორდენი ჰასან საბაჰმა დააარსა.

საბაჰი ითვლებოდა ასასინების ლიდერად. ასასინების მოვალეობად ითვლებოდა

წმინდა მიწების დაცვა, აქედან გამომდინარე ასასინებს ბრძოლა უწევდათ

ჯვაროსნების და ასევე სხვა ისლამისტების წინააღმდეგაც...


image


ასასინების ქმედებები


გახდა რა მმართველი ჰასან საბაჰმა ასეთ ხერხს მიმართა, თავის რჩეულ ჯარისკაცებს იბარებდა სასახლეში და შემოქონდათ ღვინო. ცხადია სტუმრები აღშფოთდებოდნენ, რადგან ღვინო არ ესმევათ რელიგიის მიხედვით, მაგრამ ჰასან საბაჰი არწმუნებდა მათ რომ ის არის თვით ალაჰისგან მოგზავნილი და მის სტუმრებს ნებადართული აქვთ რაც მოესურვებათ ის აკეთონ. ცოტა ხანში ღვინით და ჰაშიშით გაბრუებული სტუმრები იძინებდნენ და ისინი მაშინვე გადაყავდათ ულამაზეს ბაღში, სადაც მათ ქალები ელოდნენ, ღვთაებრივი სიმღერებით. ეს ქალები “მომსახურების” შემდეგ ისევ დაათრობდნენ სტუმრებს და მათ უკან აბრუნებდნენ ისევ ჰასან საბაჰის სასახლეში. ამ მოვლენების შემდგომ ასასინების ქვეყანაში დაიწყო თვითმკვლელობების სერია, ჰასან საბაჰი არ ელოდა ასეთ შემოტრიალებას და ამიტომ დაამატა, სამოთხეში მხოლოდ ის მოხვდება ვინც მე მიწამებს და ერთგულად მემსახურებაო. ალბათ აღარ არის გასაკვირი რატომ კვდებოდნენ სიხარულით მისი გულისთვის.


image


ასასინთა ამბები ისლამურ სამყაროსაც გაცდა და ბევრი ევროპელი მმართველი იხდიდა გადასახადს, რომ ასასინთა რისხვა არ დატეხოდა თავს. ამავდროულად ევროპაშიც ბევრი ასასინი მოქმედებდა. მათ იმდენად სწამდათ თავიანთი ორდენის, რომ არც კი იცოდნენ ვინ იყო დიადი მმართველი და მას „მთის უხუცესად“ მოიხსენიებდნენ.


image


თავიდან ასასინები არ იყვნენ შიიტი მუსლიმები, არამედ გახლდნენ სუფისტები (სუფიზმის მიმდევრები), ხოლოდ მოგვიანებით მიიღეს ოფიციალურად ისლამი ისიც თავის გადარჩენის მიზნით. ძალიან მჭიდრო კავშირში იყვნენ ტამპლიერებთან და მათთან ერთად იბრძოდნენ დამასკოს ასაღებად. მათ ლიდერი უშუალოდ თანამშრომლობდა ბოლდუინ II-სთან როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ასევე რელიგიურ საკითხებში.


image


ქალაქი მასიაფი (სირია)



ასასინების ფანატიკურობას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებდა. ალამუტში, მაგისტრს ჰქონდა ძალიან ლამაზი ბაღი, ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე. ასასინთა სექტაში გაწევრიანების მერე, ამ ახალ წევრს მოაწევინებდნენ ჰაშიშს, თვალებს აუხვევდნენ და ბაღში ჩასვავდნენ. ჰაშიშის ზემოქმედების ქვეშ მყოფს ყველაფერი ლამაზი ეჩვენებოდა, როდესაც ჰაშაში ზემოქმედებას შეწყვეტდა, ისევ გამოიყვანდნენ ბაღიდან და შემდეგ ეუბნებოდნენ, ეხლა ჩვენ შენ სამოთხე გაჩვენეთო. თუ მოკვდები რელიგიის გულისთვის შენ ამ სამოთხეში მოხვდებიო. ამის გამო ისინი ყველაფერს ჩაიდენდნენ. იცოდნენ სად მიდიოდნენ, იცოდნენ ის ნეტარება რომელსაც იქ განიცდიდნენ, ამიტომაც დიდი სიხარულით კვდებოდნენ. ასასინებს ერთი ტერიტორიული სახელმწიფო არ ჰქონიათ. ისინი ფლობდნენ ციხეებს სხვადასხვა კუთხებში, ციხეებს რომლებიც აკონტროლებდნენ სავაჭრო გზებს.


image


ჰასან-იბნ-საბაჰი


ახლა დროა ვისაუბროთ იმ ისტორიულ პიროვნებაზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა

ასასინების წარმომავლობას, ვისაუბროთ ჰასან-იბნ-საბაჰზე.



იბნ საბაჰი, იყო ისმაილიტი, რომელიც ნამყოფი იყო კაიროში -“ფატიმიდების ხალიფატის“ დედაქალაქში, მიიღო საჭირო ცოდნა და გამოცდილება მქადაგებლისა. 1080 წლისთვის მან შეაგროვა საკმარისი მომხრეები და მოწაფეები.
1090 წელს მან მოახერხა ალამუტის ციხის ხელში უბრძოლველად ჩაგდება.შემდეგ წლებში საბაჰის მომხრეებმა დაიპყრეს მთელი რიგი ციხე-სიმაგრეებისა რიდბარისა და კუმისეს ხეობებში. ასევე რამდენიმე სიმაგრე სირიის მთიან რაიონებში.
ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ისმაილიტების სახელმწიფო, რომლის ისტორია შეწყდა 1256 წლისათვის მინღოლების დაპყრობებით… იბნ საბაჰმა ალამუთში დაამყარა მკაცრი ცხოვრების წესი. პირველ რიგში მან დემონსტრაციულად აკრძალა შარიათის ყველა კანონი.ამ კანონების შესრულებისთვის იყო სასჟელი-სიკვდილით დასჯა.
მან აკრძალა ყველანაირი სიმდიდრის ქონება, მდიდრული სახლები, ტანასცმელი და სხვა…
ამ კანონებს იქამდე მიჰყავდათ, რომ ყველანაირი სიმდიდრე კარგავდა აზრს(რაში სჭირდებოდა სიმდიდრე თუ მას ვერ გამოიყენებდნენ?!). ამ ყველაფრით იბნ-საბაჰმა შეძლო შეექმნა შუა საუკუნეების უტოპია, რომელსაც არ იცნობდა ისლამური სამყარო და რომლის შესახებაც არ იცოდნენ ევროპელმა მოაზროვნეებმა…


image


ე.ი



ასასინების სწორი სახელწოდებაა ჰაშიშინები ან ჰაშიშიუნები. ასასინ ამ სიტყვის ფრანგულ-ნორმანული ვარიანტია. ეს იყო მეომართა ისლამური სექტა, რომელიც წარმოიშვა მე-10 საუკუნის დასასრულს სელჩუკთა ხალიფატსა და ეგვიპტის საზღვრის მიდამოებში. დამაარსებელი იყო ვინმე ჰასან იბნ საბაჰი, იგივე “მთათა მოხუცი”, ერთდროს თანამდებობის პირი მალიქ შაჰის კარზე. თავისი დროისთვის უაღრესად განვითარებული, განათლებული და ამასთან ფანატიკოსი პიროვნება. სექტის მამოძრავებელი ძალა იყო ჰაშიში, რომელიც “მთათა მოხუცს” უკაცრიელი მთებიდან შემოჰქონდა მცირე რაოდენობით. ჰაშიშის 2-3 ულუფის შემდეგ ადამიანი ხდებოდა მთლიანად დამოკიდებული მისთვის შემდეგი დოზის მიმცემზე. დაინახა რა ასეთი ეფექტი, იბნ საბაჰმა გააფართოვა თავისი საქმიანობა, ამავე დროს ხელი მიჰყო თავისი ახალგამომცხვარი ჰაშიშინების მაღალ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დონეზე მომზადებას. ამან გამოიღო ისეთი შედეგი, როგორსაც არავინ ელოდა. ათი ჰაშიშინი უდრიდა 100 კაცზე მეტს. ჰაშიშინი ბრძოლიდან არ გარბოდა, რადგან მაშინ სამოთხეში ვერ მოხვდებოდა და შესაბამისად არც ჰაშიშს მიართმევდნენ იქ ვერცხლის კოვზებით. უკვე მიხრწნილმა “მთათა მოხუცმა” შექმნა ჰაშიშინების მთელი არმია და უპრობლემოდ დაიპყრო მთელი რიგი ციხესიმაგრეები, მათ შორის აუღებელი ალამუტიც, რომელიც საკუთარ რეზიდენციად აქცია. ამრიგად, ჰაშიშინები იქცნენ დამოუკიდებელ და ფრიად აგრესიულ პოლიტიკურ ძალად. ჰაშიშინების გულის მოგებას ცდილობდა ყველა სულტანი და ხალიფა, ვისაც თავში ჭკუა ქონდა და არ სურდა, ერთ დილასაც ღორივით დაეკლათ. მთათა მოხუცს მემკვიდრე არ დარჩა, მის მაგივრად არჩეულებმა კი იმდენი ტალანტი ვეღარ გამოიჩინეს და ამიტომაც ჰაშიშინების გავლენა შედარებით შემცირდა, თუმცა სექტა კვლავ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა. მთელი ოთხი საუკუნის განმავლობაში ჰაშიშინები ინარჩუნებდნენ მნიშვნელოვან გავლენას და დამოუკიდებლობას. ციხესიმაგრე ალამუტმა 400 წლის განმავლობაში 300 მეტ შეტაკებას გაუძლო. ბოლოს ისევ შიგნიდან გატყდა. ალამუტის დაცემით ჰაშიშინთა სექტამ დაკარგა მნიშვნელოვანი სამხედრო ერთეულის სტატუსი და მმართველ ხელისუფლებას დაექვემდებარა. ჰაშიშინები არ გადაშენებულან, ჰაშიშინების მიწისქვეშა სექტის და მსგავსი დაჯგუფებების შვილობილია ე.წ. „ალ ქაიდა“.


image


ფორმალურად ისტორიაში ჰაშიშინებს ნინძების ისლამურ ვარიაციას უწოდებენ. ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან.
მათი მთავარი იარაღი იყო მაჯაში ჩამალული დანა, რომელიც პრაკტიკული გამოსაყენებელი იყო.




ეს იყო საინტერესო ისტორია ასასინების შესახებ, რაც მოძიებულ იქნა უცხოურ

წყაროებში... იმედია მოგეწონებათ!



















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

12
3687
22-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
3687
  
2017, 1 სექტემბერი, 18:35
ყველა მეუბნებოდა რო ასასინი მოგონილია და არარსებობსო მაგრამ ყოველთვის მჯეროდა რო ასასინების სექტა,კრედო.საძმო არსებობდა
2016, 15 ივნისი, 15:39
კარგი, მადლობა.
2016, 15 ივნისი, 15:38
რაც ვიცი ასასინების შესახებ აქ მიწერია. სხვა ვერაფერს გეტყვი
2016, 15 ივნისი, 15:36
ასასინი არ ვიცოდი რას ნიშნავდა, მაგრამ ჩემმა ნაცნობმა მითხრა: "ასასინი საინცროვერი" და რას ნიშნავს, ხომ არ იცით?
2016, 10 თებერვალი, 16:06
შესაძლოა
2016, 10 თებერვალი, 15:04
კარგი სტატიაა. ამას წინათ მათზე ერთი ვერსიაც წავიკითხე, რომ ,,ვეფხიტყაოსნის,, ქაჯები სწორედ ასასინები უნდა ყოფილიყვნენ, რატომაც არა?
2015, 12 დეკემბერი, 12:29
ქართველებს ბევრჯერ აქვთ ნაბრძოლი მონღოლების შემადგენლობაში ალამუთის ასაღებად. ერთხელ ერთმა ასასინმა მონღოლთა ნოინი ჩაღატა მოკლა ღამე ალამუთთან ახლოს. ჩაღატას კარავთან ყველაზე ახლოს ქართველები იყვნენ დაბანაკებული და გერევე ქართველებზე მიიტანეს ეჭვი. ის ის იყო ქართლის ერისთავი გრიგოლ სურამელი უნდა დაესაჯათ მონღოლებს, რომ ასასინი გამოხტა იქვე ჩალებში ყოფილა დამალული და დაიძახა: მე მოვკალი ჩაღატაო და მონღოლებმა ის ასასინი დასაჯეს სიკვდილით
2015, 5 ნოემბერი, 17:15
კი ასეა ძალიან ცოტა ინფორმაციაა,მათით მეც ვარ დაინტერესებული :)
2015, 5 ნოემბერი, 17:10
სამწუხაროდ ასასინებზე ისტორიამ ბევრი რამ ვერ შემოინახა
2015, 5 ნოემბერი, 17:10
მადლობთ გაიხარეთ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10