x
image
ნინიჩკა
ლარის ახალი ოფიციალური კურსი

imageერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3967 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3967 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3993 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6179 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6335 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0156 ლარი შეადგინა.

1
172
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინიჩკა
ნინიჩკა
172
  
2015, 5 ნოემბერი, 10:44
ვააააააააააააახ... ნწნწნწნწნწ ))))
0 1 1