ეს არაჩვეულებრივი ამბავი არის ნებისყოფის სიძლიერის ძალიან კარგი მაგალითი. ბარბი გუერა სტეინშოლტ-ტომასი 1976 წელს ტეხასში დაიბადა, როდესაც ის ორი წლის იყო სერიოზული შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ბარბი მეგობრეთან ერთად თამაშობდა ეზოში როდესაც ტრანსფორმატორს შეეხო, დენმა დაარტყა და ორივე ხელი დაუნახშირდა, ექიმებს ბავშვის გადარჩენის არანაირი იმედი არ ქონდათ, მაგრამ გოგონა ორივე ხელის ამპუტაციის მიუხედავად მაინც გადარჩა.
ფიტნესი და სხეულის გამაჯანსარებელი ვარჯიშები მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ბარბის დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს. ჰყავს ორი საკუთარი და ორი ნაშვილები შვილი.
ამა ამბავში საოცარი ის არის, რომ დედა შვილს პამპერს ფეხების დახმარებით უცვლის, იგი ახერხებს გამოიყენოს ფეხები ისე თითქოს ისინი ხელები იყოს. არ არსებობს სიტყვა რომელიც ამ ქალის ძლიერ ბუნებას აღწერს. ბარბი ძალიან ძლიერი ქალია, რომელიც მაგალითად უნდა იქნას მიღებული.