x
image
tekoo
ამერიკელმა სტუდენტებმა "Facebook" დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის საშუალება გამოიგონეს

imageმასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოიფიქრეს ეფექტური საშუალება, რომელიც "Facebook" დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება მათ, ვინც ზედმეტად ბევრ დროს ატარებს სოციალურ ქსელში და საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს თავის დაღწევას.
რობერტ მორისმა და დენ მაკდაფმა გამოიგონეს „ხრიკი“, რაც გულისხმობს მცირე, არასასიამოვნო ბიძგს "Facebook"-ზე შესვლისას.
მოწყობილობას ეწოდება "Pavlov Poke", რომელიც მაგრდება მაჯის ქვეშ და "USB" კაბელით ერთდება კომპიუტერთან. იგი აკონტროლებს მომხმარებლის მოქმედებას, რომელ ვებგვერდებს სტუმრობს, თუ დიდი ხანი დაჰყოფს "Facebook"-ზე, ან ბევრჯერ გახსნის სოციალურ ქსელს მოწყობილობა დენის დარტყმის მსგავსად აძლევს ბიძგს.
როგორც შემქმნელები ამბობენ დარტყმა არასასიამოვნოა, თუმცა მავნებელი არ არის.

1
65
6-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
65
  
2015, 3 ნოემბერი, 20:44
ვა მაგარია:))
0 1 1