ჟანა წითელაურის მეგობარი: ყველამ წაიკითხეთ... ეს ხალხი „ნიჭიერში“ თურმე თვითონ მიყავთ
ფეისბუქ მომხმარებელი მარიამ შოშიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გ თ ხ ო ვ თ, ყ ვ ე ლ ა მ წ ა ი კ ი თ ხ ო თ ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! !
აი რუსთავი 2 არის მართლა დასახური ტელევიზია. წნევა ამეწია სერიოულად,
საზიზღარ, ამაზრზენ, გულისამრევ ხალხთან ვცხოვრობთ და რატომ: "ნიჭიერში" გამოვიდა ერთი გოგო, ჟანა წითელაური, ჩემი მეზობელი.
ამ გოგოს ყველაფერი დალაგებული ვერ აქვს. 15 თუ 16 წლის ასაკში დედა მოუკვდა ხელებში და ფსიქოლოგიურად ცოტა ვერ არის (არ ვაყენებ შეურაცხყოფას). საერთოდ არ აპირებდა ეს გოგო "ნიჭიერში" გასვლას. მგონი მე ჟანას ერთადერთი მეგობარი ვარ, არავისთან არ აქვს კონტაქტი. ცხოვრობს ბებიასთან ჩემი ფანჯრის პირდაპირ არსებულ სახლში, 75 წლის ბებიასთან ერთად. მშობლები გარდაეცვალა და ბებიასაც და შვილიშვილსაც ინახავს ბიძა, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს კიშინოვში. ამ ბიძასაც ყავს ცოლი და შვილები....
მოკლედ, ჟანას არც დაესიზმრებოდა "ნიჭიერში" მისვლა, რომ არა ერთი შემთხვევა: ერთხელ ბანკში იყვნენ მისული, გამოგზავნილი ფულის ასაღებად. ვიღაცამ დაინახა, შეატყო რომ ვერ იყო, რადგან იცვამს "უცნაურად" და დაუწყო მეო ნიჭიერის უფროსი ვარო და დარწმუნებული ვარ ნიჭიერი გოგო ხარ, ალბათ მღერი და ცეკვავო და წამოდი "ნიჭიერში" ჩაგწერთო... ესეც გაყვა ბებიასთან ერთად და მთელი ზაფხული დაყავდათ რაღაც ჩაწერებზე. აქეზებდნენ, ნიჭიერი ხარ, ულამაზესი ხარ, საუკეთესო ხარ... ამასაც სჯეროდა და იმედი ჰქონდა, რომ გაიმარჯვებდა.. მე, რა თქმა უნდა ვაფრთხილებდი, რომ არ გასულიყო, მაგრამ არ მიჯერებდა...
სიმღერებიც რაღაც სასწაულები შეურჩიეს; ჯერ იყო და ლელა წურწუმიაო, მერე ეს მაილი საირუსი...
ან რა ჩააცვეს, ან რა ათქმევინეს, ან რაზე შეახტუნეს?! და ეს ამაზრზენი ხალხი, ჟიური, (და ყველაზე მეტად გვარამიაზე მეშლება ნერვები), უტიფრად დასცინის ამ გოგოს !!!! ამაზრზენია უბრალოდ, გული მერევა მათზე... ჩვენ რომ გვგონია, რომ თვითონ მიდის ეს ხალხი ნიჭიერში, თურმე თვითონ მიყავთ, რომ შოუ ყურებადი იყოს!!! ეს ჟანასთვის, ხომ უფრო დიდი სტრესია?!
ყველას გთხოვთ, გაავრცელოთ, რომ ყველამ ნახოს და იცოდეს თუ რა ამარზენი, ყალბი და უჯიშო ხალხი მუშაობს "რუსთავი 2"–ში....
მე ნამდვილად გამეცინებოდა "ჟანას ნომერზე", რომ არ მცოდნოდა, ვინ არის, და რისი გამკეთებელიცაა!!!!!“
ყველა არასამთვრობო სექტორის წარმომადგენელს ისევე როგორც ყველა ჟურნალისტს, მოგმართავთ, არ ვაპირებ არანაირი ახსნა განმარტების წარმოდგენას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თითოეული სიტყვა, რომელიც ჩემს პოსტში არის წარმოდგენილი არის სრული სიმართლე. თუ დამატებით გჭირდებათ ინფორმაცია შეგიძლიათ თავადნ ჟანას და მის ოჯახს მიმართოთ. მე გამოვხატე ჩემი ადამიანური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და არაფერს არ დავამატებ. გულწრფელად გული დამწყდა, რომ ადამიანების გამოყენება და ასე საქვეყნოთ დაცინვა მხოლოდ გადაცემის რეიტინგის ასაწევად ხდება, და არავინ არ ფიქრობს რა სახის შედეგი შეიძლება ამას მოყვეს.