18 შვილი (8 ვაჟი და 10 გოგონა), ეს მამა იოანესა და დედა ნადეჟდას მრავალშვილიანი ოჯახია, მათ ოჯახში კვირაში ერთხელ აქვთ სავალდებულო ტრადიცია, საღამოს სანთელს მიუსხდებიან სრული შემედგენლობით.
სურათი გადაღებულია ექვსი წლის წინ.
მათი ურთიერთობა დაიწყო 30 წლის წინ, როდესაც მამაო იოანე ერისკაცობაში ივან ოსიაკი 19 წლისა სავალდებულო სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა, სადაც შვებულებაში ყოფნის დროს პარკში შემთხვევით შეხვდა ნადეჟდას, როელიც მეგობარ გოგონებთან ერთად სეირნობდა და რომლის მიმართ დიდი სიმპატია გამოავლინა.1983 წელს ნადია 17 წლის იყო, მათ რომანი გააბეს, ხოლო 8 თვის შემდეგ დაოჯახდნენ და მალევე პირველი შვილიც შეეძინათ.
მამაო იხსენებს, რომ დიდი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა ნადეჟდას ოჯახის მხრიდან ისინი მტკიცე უარზე იყვნენ ქალიშვილის ნაადრევად გათხოვებაზე, თუმცა ნამდვილმა სიყვარულმა და ბრძოლამ დიდი შედეგი გამოიღო.ოცი წლის ასაკში ახალგაზრდა წყვილს დიდი სირთულის გადატანა მოუხდათ, მათი მეხუთე ქალიშვილი ქსენია ფილტვების უკმარისობით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა გოგონამ დაძლია და ის დღეს ცოცხალია.
ივანს მამა 60 წლის ასაკში გარდაეცვალა ოჯახის მთელი ტვირთი მასზე გადავიდა, მათი მშობლები იყო მორწმუნე, ივანიც მათ გზას გაჰყვა და შვება მხოლოდ ეკლესიაში ჰპოვა. ნადიას მეათე შვილი შეეძინა 30 წლის ასაკში..
დღეს მათმა რაოდენობამ 18-ს მიაღწია.....