x
image
TaFLiKa
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2015 წელი, ოქტომბერი
imageშსს-მ 2015 წლის ოქტომბრის თვის საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა:


2015 წლის ოქტომბრის თვე 504 450 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7, 3 %-ით მეტია.


ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 178 387 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35, 4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3, 8%).
ბ) ტრანზიტი - 130 116 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25, 8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17, 3%).
გ) სხვა - 195 947 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38, 8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 4, 5%).


რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 995 489 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6, 8%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.



2015 წლის ოქტომბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+9, 2%), თურქეთიდან (-3, 7%), აზერბაიჯანიდან (+5%), რუსეთიდან (+15, 3%) და უკრაინიდან (+10%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ოქტომბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, იტალია, გერმანია და ლატვია (შესაბამისად 19%, 14%, 11%, და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (31%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (53%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (34%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები 762% და საუდის არაბეთი - 77%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.

0
29
3-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0