შოუბიზნესი ნოდარ მელაძის პასუხი სოფო ნიჟარაძეს და საზოგადებას:"იდარდოს იმან ვინც ილაპარაკა" 2015, 3 ნოემბერი, 3:18 სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერტმა უკრაინულმა საიტმა სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, ქვეყანაში სისხლი დაიღვრება. "მანდ სისხლის ღვრა იქნება, რომ იცოდე! სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო"-ამტკიცებდა სააკაშვილი. "რაღაცნაირად არის, პასიურობენ, ცოტა ეშინიათ. ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩაჯმული. სუნი ასდის შორიდან"-დასძენდა ნიჟარაძე. გავრცელებულ ჩანაწერს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოფო ნიჟარაძის ეს საუბარი თითქმის ყველამ დაგმო. თავად მომღერალი კი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ფაბრიკაციაა, ნოდარი კი მისი მეგობარი და კარგი ჟურნალისტია: "ფსბ-ს დამონტაჟებულ სიყალბეზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სრულ სისულელედ მიმაჩნია, გასაგებია რის გაკეთებასაც ცდილობენ, უნდათ ღირსება შეგვილახონ და რაც კიდევ უფრო მძიმეა, ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი! რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ის არის საუკეთესო ჟურნალისტი, ამავე დროს ის ჩემი მეგობარია, მე ის მიყვარს და იმედია ამ ფაბრიკაციამ არ შელახა მისი ღირსება! ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას და მხარდაჭერას რუსთავი ორის მთელი კოლექტივის მიმართ!"-წერს სოფო სოციალურ ქსელში. მომხდარს ეხმაურება თავად ჟურნლისტი ნოდარ მელაძე, რომელიც მიმდინარე ვითარებაზე საკუთარ აზრს საკმაოდ ლაკონურად და თავშეკავებულად გადმოსცემს. "ჩვენ, ჟურნალისტები, ვუყვებით საზოგადოებას სად გადახტა კატა და მერე უკვე ისინი მსჯელობენ დანარჩენზე.... * იდარდოს იმან, ვინც ილაპარაკა* შერცხვეს იმას, ვინც ეთერში გაუშვა * მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ... p.s ესეც გაივლის..."-წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში. როგორც ირკვევა, მას ნაკლებას სჯერა, რომ საუბარი ფაბრიკაციაა. 1482 4-ს მოსწონს
|