ლატვიის თავდაცვის სამინისტრო ერაყში სამხედროების გაგზავნის საკითხს განიხილავს. როგორც ადგილობრივი სააგენტო "ლეტა" იტყობინება, ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კასპარ გალკინმა განაცხადა.
მისი თქმით, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ლატვიელი სამხედროები ერაყში გაემგზავრებიან, სადაც ადგილობრივ სამხედროებს გაწვრთნიან და "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში დაეხმარებიან.
გალკინის განმარტებით, ლატვიელი ჯარისკაცები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.