x
image
ბუბუ007
ყველაზე ამაზრზენი საკვები მსოფლიოში
image

ამას უბრალოდ მიირთმევს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ამაზრზენად გამოიყურება.სტატიაში გაგაცნობთ იმ საკვებთა ნაკრებს, რომელთა მირთმევის სურვილიც არასოდეს გაგიჩნდებათ.
საკვები არის განსხვავებული, გემრიელი და ლამაზი, თუმცა ზოგჯერ მათი გარეგნული მხარე არ შეესაბამება რეალობას.
1)შემწვარი კობრა, ვიეტნამი
ჰანოიდან 7 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს სოფელი ლე მატი, სადაც ამზადებენ კობრისგან საკვებს.ყველა მისულ სტუმარს სთავაზობენ თავიანთ “ნაციონალურ კერძს’’.ამისთვის მათ დიდი შრომა არ უწევთ, რადგან მათ გველები გალიებში ჰყავთ, ხოლო მათი მირთმევა გამბედაობასთან და ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევას უტოლდება.(თქვენი თანდასწრებით კლავენ გველს და იქვე ამზადებენ).

image

2)შემწვარი მწერები, ტაილანდი
შემწვარი მწერი შეიძლება გავრცელებული იყოს მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, თუმცა ყველაზე დიდი არჩევანი ტაილანდშია, სადაც სალათის ფოთოლში გახვეული მოგართმევენ შემწვარ მწერებს.

image

3)კოკორეჩი, თურქეთი
ამ კერძს სტამბულში ქუჩის მეფეს ეძახიან-ცხვრის სუბპროდუქტი გახვეული ნაწლავში, კერძი არის საკმაოდ გემრიელი, თუმცა მთავარია გადაიდგას პირველი ნაბიჯი და გავსინჯოთ იგი.


image

4)შემწვარი ბეღურა, შანხაი
ჩინეთში ეს კერძი პოპულარული გახდა 60-იან წლებში, ამის შედეგად დაიწყო მასობრივი განადგურება ბეღურების და დღესაც გრძელდება.დღეს ბეღურას ხორცი ევროპის ქვეყნებშიც გადის ექსპორტზე, რითაც კმაყოფილნი რჩებიან ევროპელები, თუმცა ეს საეჭვოა, რადგან ისინი არ სარგებლობენ ბეღურას შემწვარ ხორცს, ისინი მიირთმევენ შემწვარი ბეღურას მსგავს დამწვარი ქათმის კანს.

image

0
250
2-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0