სხვა სელებრითები ყველაზე ცუდ ფორმაში 2012, 26 მაისი, 21:26 მინდა გითხრათ, რომ ცნობილი ადამიანები ე.წ "სელებრითები" ისეთივე ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობენ როგორც ჩვენ, მე და თქვენ. აქედან გამომდინარე, მათი გაღიმებულსახიანი დაფოტოშოპებული ფიზიონომიების მიღმა ხშირად უამრავი სტრესი, სანერვიულო და დეპრესიაც კი იმალება. ეს მხოლოდ ჟურნალების ან კამერების წინ პოზირებისას იღიმიან ისინი, ყველაზე "გაყიდვადი" ჰოლივუდური ღიმილით, სინამდვილეში კი ცხოვრებაში ხშირად ისეთივე ბანალური პრობლემები სტანჯავთ, როგორიც საშუალოსტატისტიკურ მსოფლიო მოქალაქეს. მათ შორისაა დაუპატიჟებელი სტუმარი "ჰერპესის ვირუსი" რომელიც სწორედ რომ გადაღლის, არასწორი რეჟიმის და სტრესის შედეგად აქტიურდება ორგანიზმში, ასევე ე.წ "აკნე" ცხიმოვანი ფორების დაცობა კანის ზედაპირზე, რაც სხვადასხვა სახის გამონაყარს და ფერისმჭამელებს იწვევს. ასე რომ როცა პერიოდულად საკუთარ სახეზე გაჩენილი "უსიამოვნო სტუმრები" ხასიათს გაგიფუჭებთ სარკეში ჩახედვისას, გახსოვდეთ რომ იდეალური არავინაა და მსგავსი პრობლემები მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავებსაც ისევე აწუხებთ როგორც თქვენ. ამის დასტურად კი ქვემოთ მოცემულ ფოტოებს გადახედეთ. . 4205 4-ს მოსწონს 1-ს არა
|