x
image
Guns N Roses
ქართული სამოთხე - ულამაზესი ადგილები საქართველოში, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

image

ძალიან ბევრს უყვარს მოგზაურობა. ზოგს ბუნება ურჩევნია, ბუნებრივი სილამაზე, ზოგს კი ქალაქები და ადამიანის მიერ შექმნილი "საოცრებები". ყველანი ოცნებობს, ამერიკაზე, პარიზზე, ლონდონზე, ბარსელონაზე მადრიდზე, ვენეციასა თუ სხვა რომელიმე ქალაქზე, ან ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, ყველა ქალაქს თავისი ხიბლი აქვს და თითქმის ყველა ვოცნებობთ, რომელიმე ქალაქში მოგზაურობას. "ეიფელის კოშკი", "ბიგ-ბენი", "პირამიდები" და სხვა მრავალი "საოცრებების" ნახვის სურვილი ბევრს აქვს და ამაში ცუდი არაფერი არაა. სილამაზეს დაფასება ჭირდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ქართული სილამაზეც. ზოგჯერ გვავიწყდება თუ რა ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ზღვა და მთა, ტბები და თანამედროვე არქიტექტურა. დაიწყეთ მოგზაურობა, რომლისთვისაც ვიზები არ გჭირდებათ! ნახეთ საქართველოს ულამაზესი ადგილები და ისიამოვნეთ. ასეთ ბუნებაზე მრავალი "განვითარებული" ქვეყანა ოცნებობს. არქიტექტურა და ადამიანის მიერ შექმნილი სილამაზე, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, მაგრამ რა ჯობს ბუნების მიერ შექმნილ სილამაზეს სადაც ღმერთის ხელი ჩანს და არა ადამიანის? სწორედ ასეთია საქართველო. დააფასეთ ის საოცრება რაც ღმერთმა მოგცათ, რაც ბუნებამ შექმნა და მერე იფიქრეთ ადამიანის მიერ შექმნილ საოცრებებზე.


1. კაცხის სვეტი. შთენილი კლდე ჭიათურის მუნიციპალიტეტისსოფელ კაცხში. სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტგანდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო.


image


















2. ლაგოდეხის ნაკრძალი. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაარსდა 1912 წელს.



image




















3. ბედიის მონასტერი. X საუკუნის ქართული მონასტერი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა და შექმნა "საყდრად საეპისკოპოსოდ".
ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.


image







4. დარიალის ხეობა. დარიალის ხეობა — მდინარე თერგის ხეობის ანტეცედენტური მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ხეობა 1000 მ სიღრმეზეა ჩაჭრილი კავკასიონის ღერძულ ზონაში და კლდოვანი დერეფნით გადის გვერდით ქედში. ხეობა აგებულია პალეოლოური გრანიტოიდებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით.



image














5. ლომისა - ლომისას სალოცავი. ლომისა – უძველესი სალოცავი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლიმდინარეების ქსნისა და არგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. სახელწოდება, ტრადიციის თანახმად, ლომახარს უკავშირებენ. ვარაუდით თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა. ქრისტიანული ეკლესია აუგიათ წარმართული ტაძრის ადგილზე. ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი.



image












6. მარტვილის კანიონი. სოფელ გაჭედილის კანიონი მდებარეობს მდინარე აბაშაზე. კანიონის სიგრძეა 2400 მ, ხოლო ჩაჭრის სიღმე – 20-40 მ. კანიონის შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის ჩანჩქერია. კანიონში ინახება 75 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები, რითაც ის მსოფლიოში მესამე აღმოჩენაა, რომლის ტერიტორიაზეც პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთები ერთად დიდი რაოდენობთაა წარმოდგენილი. ეს აღმოჩენა 2010 წლის ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტთა და მაგისტრანტთა საველე-სასწავლო პრაქტიკის დროს გაკეთდა.


image












7. ტობავარჩხილი. კარული ტბა ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე.


image















3
4021
6-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
4021
  
2019, 26 აპრილი, 1:03
ბედიის მონასტერი როგორ ვნახო აფხაზეთში რომ შევიდე ამ სილამაზის ნაცბლად ქვის ციხეში ვიჯდები 2 დღე
2016, 3 იანვარი, 18:08
უკეთესიც შეიძლებოდა
2015, 4 ნოემბერი, 4:42
კაია
0 1 3