ასტროლოგია კოსმოსიდან მოსულმა სიგნალმა მეცნიერები არამიწიერ ცივილიზაციებზე აალაპარაკა 2015, 1 ნოემბერი, 13:32 ჩვენი გალაქტიკის მიღმა სამყაროდან მიღებული იდუმალი სიგნალები ასტრონომებს წლებია მოსვენებას უკარგავს, ფანტასტიკური ჟანრის ფილმის სცენარისტებს კი შთაგონებისთვის კარგ საბაბს სთავაზობს.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კოსმოსიდან მოსული რადიოსიგნალები შესაძლოა, ადამიანის მიერ წარმოქმნილი ანაც არამიწიერი ცივილიზაციის ტექნოლოგიის დამსახურება იყოს. ერთი სიტყვით, ეგრეთ წოდებული სწრაფი რადიოიმპულსები (Fast Radio Bursts - FRB) წარმოადგენენ სიგნალებს, რომლებიც რამდენიმე მილიწამს (წამის მეათასედი) გრძელდება და იმდენივე ენერგიას გამოყოფენ, რამდენსაც გამოიმუშავებს ჩვენი მზე ერთი თვის განმავლობაში. საინტერესოა ისიც, რომ მსგავსი სიგნალები პირველად 2001 წელს მსოფლიოს უმსხვილესი არესიბოს რადიოტელესკოპის (Arecibo Radio Telescope) დახმარებით აღმოაჩინეს (დღესდღეობით 11 ასეთი სიგნალია დაფიქსირებული). ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, რამდენიმე წელი ასტრონომები და ასტროფიზიკოსები იმაზე იმტვრევდნენ თავს თუ საიდან მოდიოდა უჩვეული ტალღები, რომლებიც აქამდე ცნობილ არცერთ სიგნალს არ ჰგავდა. დღეს კი გავლენიანი სამეცნიერო ჟურნალის NewScientist დახმარებით, ვიტყობთ, რომ მეცნიერებმა სიგნალის წარმომავლობა დაადგინეს. სიგნალის, რომელიც კოსმოსში გაფანტული თანამგზავრების ხმაური კი არა, არამედ რაღაც რეალური კოსმოსის სიღრმიდან წამოსული ხმაა. საგულისხმოა ისიც, რომ სხვა მრავალი ასტრონომიული მოვლენისგან განსხვავებით, ასეთი რადიოიმპულსების სტრუქტურაში გარკვეული მათემატიკური კანონზომიერება შეინიშნება, რაც ასტრონომებს იმაზე მიანიშნებს, რომ ასეთი სიგნალების გამოგზავნა მხოლოდ გონიერ არსებებს თუ შეუძლიათ. ეგაა, მეცნიერებს უჭირთ იმის ახსნა თუ რას წარმოადგენს ასეთი კანონზომიერება და იქვე აცხადებენ, რომ მეცნიერებისთვის უცნობია ისეთი ასტრონომიული ობიექტები, რომლებსაც მსგავსი მახასიათებლები ექნებოდათ. ნოკირხენ-ფლუინის (გერმანია) მონაცემთა შესწავლის ინსტიტუტის და ჰავაის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მაიკლ ჰიპკემ და ჯონ ლერნედმა მათ ხელთ არსებული სიგნალების მახასიათებლების ერთმანეთთან შედარებით განსაზღვრეს, რომ ისინი ხუთი სხვადასხვა ადგილიდან მოვიდნენ. ამასთან, ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნიათ ისიც, რომ ეს რადიოსიგნალები სხვა გალაქტიკიდან იყოს წამოსული, რადგან კოსმოსური მტვერი მათში არეულობას გამოიწვევდა. ასე რომ, დიდია ალბათობა აღნიშნულ სიგნალებს ჩვენი გალაქტიკის - ირმის ნახტომის წარმომავლობა ჰქონდეს. და კიდევ, სწრაფი რადიოიმპულსები შესაძლოა, რომელიმე ბუნებრივ, მაგრამ უცნობ პროცესებს გამოეწვია, მათ შორის ვარსკვლავების აფეთქებას თუ ნეიტორნული ვარსკვლავების შეჯახებას. ასეთი ვარიანტების გამორიცხვის შემთხვევაში მეცნიერები იმის ალბათობასაც განხილავენ, რომ ყოველივეს ხელოვნური - მიწიერი თუ არამიწიერ ცივილიზაციათა წარმოშობა ჰქონდეს. ”რაღაც ძალიან საინტერესოს გაგება გველის, - აცხადებს მაიკლ ჰიპკე. - ეს იქნება ან რაღაც ახალი ფიზიკური მოვლენა ან თუ ყველაფერს გამოვრიცხავთ, უცხოპლანეტური”. 886 6-ს მოსწონს
|