შოუბიზნესი ყველაზე სკანდალური დაპირისპირებები ქართულ შოუბიზნესში 2015, 1 ნოემბერი, 1:41
შორენა ბეგაშვილი და თიკო სადუნიშვილი ერთმანეთს უკვე წლებია მტრობენ. დაპირისპირება გადაცემა "თბილისი ლაივის" ჩაწერისას დაიწყო. თიკომ შორენას სთხოვა დიზაინერისთვის ეკოცნა, რაზეც უარი მიიღო. უარესები არ გაგიკეთებიაო?!-იყო თიკოს პასუხი, რასაც შორენას თამამი სცენები მოჰყვა ფილმებიდან. გავრცელებულ ჭორებს თუ დავუჯერებთ, ქალბატონებმა ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი ვერ გაიყვეს. ცნობილები ერთმანეთს თავს დროდადრო ახსენებენ. თიკომ სოციალურ ქსელში ფოტოც განათავსა, რომელზეც შორენას ვარცხნილობის ფორმის პარიკი ეხურა და ამტკიცებდა, რომ მსახიობის სილამაზის საიდუმლო მის ვარცხნილობაშია. შორენამ თიკო მოგვიანებით დაადანაშაულა, ციხეში გამოძახებით დადიოდი და დედობის უფლებაც ჩამორთმეული გაქვსო. თიკომ კი ამის მიუხედავად "დიდსულოვნება" გამოიჩინა და შორენას სასამართლოში არ უჩივლა, დაგინდობო. თუმცა საქართველოში ცილისწამება დასჯადი არ გახლავთ.თიკო სადუნიშვილი ხატია სიჭინავასაც დაუპირისპირდა. ხატიამ საჯაროდ განაცხადა, რომ ქმარს ფეხსაცმელს სიამოვნებით ხდის და მისთვის ქართული ტრადიციებიც ძალიან მნიშვნელოვანია, ქალიშვილები მეზრდებაო. "ჩვენი ხატია სამშობლო"-ასე გამოეხმაურა თიკო მომხდარს. "მე არ ვიცი, ზოგიერთ გონებაშეზღუდულებს რა აღიზიანებთ ჩემში, მაგრამ მე მაინც ოჯახს და რელიგიას ამოვეფარები. თქვენთვის რაც არის ღირებული იმას ამოეფარეთ ძვირფასო "კეთილისმსურველებო", ფრთხილად, არ გადაგცდეთ საკუთარ ბოღმა"-მიუგო სიჭინავამ.თინა მახარაძის გულახდილმა ინტერვიუმ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვისაც არ დაეზარა ყველამ გამოთქვა აზრი. ნანუკა ჟორჟოლიანმა, მარიამ გეგუჩაძემ, ლიკა ყაზბეგმა და კიდევ არაერთმა ცნობადმა სახემ გალანძღა მსახიობი. თინას პოზიცია კი მომღერალმა თეონა კონტრიძემ მოიწონა.ნანუკა ჟორჟოლიანი და ნინო ჩხეიძე კი მოსკოვურმა თბილისობამ დააპირისპირა. "რა მოკლე ყოფილა გზა, წაღვერიდან მოსკოვამდე"-წერდა ჟურნალისტი. "გუშინ კითხვა დასვეს რამდენია მანძილი წაღვერიდან მოსკოვამდე. წაღვერიდან მოსკოვამდე 2 საათია და წყალტუბოდან ლონდონამდე ნამდვილად არ ვიცი"-არ დარჩა ვალში ნინო ჩხეიძე. 1042 5-ს მოსწონს
|