x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სამურაი – ყველაფერი სამურაების შესახებ!
სამურაი – იაპონიის ინდუსტრიამდელ პერიოდში წარჩინებულ სამხედროთა აღმნიშვნელი ტერმინი იყო. სამურაი იაპონურად ნიშნავს “სამსახურს”. სამურაი წვრილი მიწათმფლობელი იყო, რომლის მთავარი მოვალეობა ბრძოლაში სამსახური წამოადგენდა. მისი მთავარი იარაღი იყო ხმალი (კატანა), თუმცა იყენებდა შუბს (ნაგინატა) და მშვილდსაც (იუმი). ედოს პერიოდის სამურაების უმრავლესობა პატივის იერარქიულ კოდექსს „ბუშიდოს“ ემორჩილებოდა, რითაც მათ მოეთხოვებოდათ რანგით უფრო მაღლა მყოფთათვის მაგალითი ყოფილიყვნენ. ბუშიდოს კოდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო „სეპუკუ“, რითაც დამნაშავე სამურაის შეეძლო დანაშაულის გამოსყიდვა და პატივის აღდგენა სიკვდილის მეშვეობით და ამგვარად ბუშიდოს კოდით სამურაის სახელის აღდგენა.


ფოტოში ჩანს პირველი სამურაის ფოტო, რომელიც გადაღებულია 1859 წელს

image


თავდაპირველად სამურაები არაფერს არ წარმოადგენდნენ, გარდა მეომრებისა.


მათი ერთადერთი დავალება მტრის წინააღმდეგ თავდაუზოგავი ბრძოლა

და ბატონისადმი ბრმა მორჩილება იყო. დროთა განმავლობაში მათაც განიცადეს

ევოლუცია, შეისწავლეს ჩინური ენა და დამწერლობა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე

სამურაები შემდეგში უკვე მაღალ ფენებსაც ითხოვდნენ. მათ ყურადღებას ძალიან

მარტივად იპყრობდა ბუდიზმის ერთ-ერთი განშოტოება -ძენი.


image


სწორედ ძენის მეშვეობით სამურაებმა ჩამოაყალიბეს მათი ქცევის კოდექსი – ბუშიდო (იაპ: მეომრის გზა). ბოშიდომ დიდი გავლენა მოახდინა სამურაების ხასიათში და მათ ქცევაზე. ბუშიდოს მიხედვით სამურაის მოვალეობ იყო :ბატონისადმი ერთგულება, ღირსების შენარჩუნება, პატიოსნება, სიმამაცე და ა.შ. ბუშიდოს მიხედვით სამურაი ფიცს არ დებდა – ეს მისთვის ღირსების შელახვად ითვლებოდა.


image


დროთა განმავლობაში სამურაები გახდნენ მისაბაძი ადამიანები,

ახალგაზრდა იაპონელი ბავშობიდანვე ირჩევდა სამურაის ცხოვრების წესებს

და ითვისებდა ბუდიშოს მკაცრ წესებს, რომელსაც სიცოცხლის ფასადაც არ დაარღვევდა.

მე-XIX საუკუნეში იაპონიაში დიდი ცვლილებების პერიოდი იწყებოდა. ამ პერიოდში

დასავლეთის ზეგავლენა ძალიან დიდი იყო და ამიტომაც გატარდა მეიჯის რეფორმებიც.


image


მეიჯის რეფორმებმა სამურაების უფლებები შეზღუდა. სამურაები ყველაფერს

აკეთებდნენ იმისთვის, რომ ძველი ისტორია დაებრუნებინათ. მე-19 საუკუნის 70 -იან წლებში დაიწყო სამურაების ანტისამთავრობო გამოსვლები, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ, რეფორმების გაუქმებას და მათი ძველი მდგომარეობის აღდგენას სახელმწიფოში.


image


სამურაების უპირველესი პრობლემა იყო სამხედრო რეფორმა, რამაც ხელი შეუშალა

იარაღის ტარებას და მათი ისტორიული პრივილეგიების შენარჩუნებას.

ყოველივე ამის გამო 1877 წელს დაიწყო შეიარაღებული ამბოხი ცნობილი როგორც – შაცუმოს ომი სამურაებსა და იაპონიის მთავრობას შორის ომი რამდენიმე თვეს გაგრძელდა, რადგან სამთავრობო ჯარი შეიარაღებული იყო დასავლური თანამედროვე იარაღით და გაწვრთნილი იყო უცხოელი ოფიცრების მიერ, სამურაების ჯარი დამარცხდა. სამურაების ომში დამარცებასთან ერთად, იაპონიის მთავრობამ

განაცხადა რეფორმების წარმატების შესახებ. ამის შემდეგ, დასრულდა სამურაების

ეპოქა. სამურაებსა და იაპონიის მთავრობას შორის ომი კარგად არის აღწერილი

კინო-ფილმ: "უკანასკნელ სამურაი"-ში.


imageimage

image

image

image



















იმედია მოგეწონებათ!






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი








4
1966
15-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1966
  
2015, 1 ნოემბერი, 9:04
საღოლ
2015, 31 ოქტომბერი, 14:35
საინტერესო იყო...
2015, 31 ოქტომბერი, 10:50
მადლობა ნათი.გაიხარე...შენ სიახლებს რომ დადებ მეც ავარჩევ
3-ს
2015, 31 ოქტომბერი, 10:49
მაგარი სტატიაა, ბრავო. გავაზიარე რა თქმა უნდა.
0 1 4