რელიგია რომის პაპი: "გეები" და "ლესბოსელები" პატივისცემითა და თანაგრძნობით უნდა მივიღოთ" 2015, 31 ოქტომბერი, 4:13 "მეც, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, ცოდვილი ვარ" - ასე განაცხადა რომის პაპმა, ფრანცისკ პირველმა იეზუიტურ ჟურნალ "La Civilta Cattolica"-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში - "მაგალითად, როდესაც არგენტინის პროვინციალად (იეზუიტების ლიდერი) დავინიშნე, ავტორიტარულ გადაწყვეტილებებს ვიღებდი". ხოლო ამ ყველაფერთან დაკავშირებით ანტიჰომოფობიური ხვევნა-კოცნა ატეხეს იტალიის პარლამენტში. იტალიის პარლამენტში ერთ-ერთი ფრაქციის წევრებმა ჰომოფობია ერთობ ორიგინალურად გააპროტესტეს - შუა სესიის დროს წამოდგნენ და ერთმანეთი ჩაკოცნეს. "ხუთვარსკვლავიანი მოძრაობა" - ნეოლიბერალების ფრაქციაა, რომელიც ქვეყანაში 1993 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დღეს ისინი ლგბტ უფლებების გაფართოებას და მათი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ზომების მიღებას მოითხოვდნენ და გადაწყვიტეს, საკუთარი არგუმენტები ასეთი ფლეშმობით გაემაგრებინათ. ფრაქციის პროტესტი ქვეყნის მასშტაბით ლიბერალურმა მოძრაობებმაც აიტაცეს და საბოლოოდ, პარლამენტმა ხსენებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, თუმცა უფრო კონსერვატიული ფრაქციების წარმომადგენლების აშკარა უკმაყოფილების ფონზე. 152 4-ს მოსწონს
|