საზოგადოებრივი პირამიდების საიდუმლოებების ამოსახსნელად ახალი კვლევები ჩატარდება! 2015, 30 ოქტომბერი, 17:16 პირამიდების საიდუმლოებების ახსნა დღემდე სრულიად ვერ მოახერხეს!
პირამიდების საიდუმლოებების ამოხსნა, დღითი-დღე გადაუჭრელი პრობლემა ხდება. მეცნიერები და ექსპერტები ამჯერად თანამედროვე ტექნლოგიების გამოყენებით ეცდებიან ამ საიდუმლოს გამოკვლელვას. მათი მიზანია დაასკანირონ ანტიკური სტუქტურების ქვემოთა ზედაპირი და ამ გზით მოძებნონ პირამიდების საიდუმლოებების ახსნის მეთოდები. მეცნიერები ეგვიპტეში მდებარე ხეოპსის პირამიდას(ყველაზე დიდი პირამიდა) და კიდევ 4 ანტიკურ პირამიდას კვლავ ყურადღების ცენტრში აყენებენ და იწყებენ ახალ გამოკვლევებს. ამჯერად ექსპერტები გამოიყენებენ უახლეს, განვითარებად ტექნოლოგიებს, რისი საშუალებითაც ეცდებიან ქვემოთა ზედაპირის დასკანირებას. მეცნიერების აზრით, პირამიდების ქვემოთა ზედაპირის დასკანირება წარმატებული თუ აღმოჩნდება, მაშინ ისინი ამ დიდ საიდუმლოებასაც ახსნიან. ათასობით წლის გიზას ოთხი პირამიდა დღესდღეობით მეცნიერების და ექსპერტების ყურადღების ცენტრშია. ეგვიპტის ანტიკვარიატის მინისტრის განცხადებით, ამ ახალ გამოკვლევაში გამოყენებული იქნება თერმული გამოსახულებების სპეც-ტექნიკა, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო ვითარდება. გამოკვლევაში მონაწილეობას ასევე მიიღებს კანადელი მეთიუ კლაინი, რომელიც სპეციალურად ლავალის უნივერსიტეტიდან გამოაგზავნეს. მეთიუს თქმით, დღემდე ამოუცნობი ძალიან ბევრი საიდუმლოებები ამ გამოკვლელვების შედეგად გამოაშკარავდება. "როგორ ააშენეს პირამიდები ეგვიპტეში? ამ საკითხზე ძალიან ბევრი თეორიები და პასუხები არსებობს, მაგრამ მხოლოდ სავარაუდო....ამდენი ვარაუდის სანაცვლოდ ჯობია ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს სინამდვილე, ჩემი აზრით პირამიდების დღემდე ამოუხსნელობა, ტექნოლოგიების ბრალია, რადგან დღემდე ვერ მოხერხდა ისეთი ტექნიკის შექმნა-დამზადება, რომ ასეთი პროექტის ფარგლებში წარმატებული ყოფილიყო" -ამბობს ცნობილი კანადელი მეცნიერი, მეთიუ კლაინი. ქვემოთ მოცემულ ფოტოში ხედავთ ყველაზე დიდ პირამიდას, რომლის სიმაღლე არის 146.5 მეტრი, ხოლო პირამიდის ძირი ოთხკუთხედია და თითო კუთხე არის 230 მეტრის სიგრძის. პირამიდა აშენებულია 2 300 000 ქვის ბლოკისგან. თითო ბლოკი 3 ტონაა, აქედან გამომდინარე პირამიდის საერთო მასა არის 6 500 000 ტონა. ისტორიის თანახმად, ამ პირამიდის აშენებას მხოლოდ 20 წელი დასჭირდა. თუ კარგად დაიანგარიშებთ, მიხვდებით რომ 20 წლის განმავლობაში აშენებულ პირამიდაზე ყოველდღიურად 5 წუთში ერთხელ, ერთ ქვის ბლოკს ათავსებდნენ. ეგვიპტელი მეცნიერების ვარაუდით, მშენებლობის გაადვილება დამოკიდებულია ბლოკების წყობაზე. მაგრამ პირამიდის სიმაღლიდან გამომდინარე უცხოელი მეცნიერები ამ ვარაუდს არ ეთანხმებიან. ვნახოთ ამჯერად შეძლებენ თუ არა მეცნიერები ხეოპსის და სხვა ეგვიპტური პირამიდების საიდუმლოებების ახსნას??!! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 419 7-ს მოსწონს
|