პოლიტიკა
"დოიჩე ველე" - ჩინეთი აშშ-ს ომით დაემუქრა
2015, 30 ოქტომბერი, 15:32
ჩინეთი აშშ-ს ომით დაემუქრა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს. ოფიციალურმა პეკინმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდების მანევრების გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა უ შენლიმ ვაშინგტონს მოუწოდა, შეწყვიტოს "პროვოკაციები" და გააფრთხილა, რომ სადავო კუნძულებთან ამერიკული სამხედრო ხომალდების მანევრები შესაძლოა, "მცირე ინციდენტად, რომელიც ომს გამოიწვევს" იქცეს.
ამერიკული ნაღმოსანი USS Lassen-ი სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო წყლებში 27 ოქტომბერს შევიდა და ჩინეთის მიერ შექმნილ ხელოვნურ კუნძულებს მიუახლოვდა.