საზოგადოება ყველაზე უცნაური ადამიანები შოკისმომგვრელი, უცნაური ისტორიებით 2015, 30 ოქტომბერი, 15:40 ყოველი ადამიანი ცალკე ინდივიდია სრულიად განსხვავებული ჩვევებითა და ხასიათით, ამიტომ ხშირად ვხდებით ისეთ ინდივიდებს, რომელთა ქცევა და ჩვევები სრული უცნაურობებითაა მოცული. დღევანდელი, ასეთი უცნაური- სხვა დანარჩენებისგან განსხვავებული ადამიანები იქცნენ კიდეც ინტერნეტ ვასრკვლავად, თუმცა ადამიანებზე უცნაური ჩვევებით, რომელთაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, აქამდე არავის გსმენიათ:
1. Roy Sullivan. როი- შენანდოას ნაციონალური პარკის ყოფილი რეინჯერია შტატ ვირჯინიაში. ის 71 წლის ასაკში 1983 წელს ცეცხლსასროლი იარაღიდან თვით მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. მოგვიანებით გახდა ცხადი, რომ მან ეს გადაწყვეტილება- მოეკლა თავი, წარუმატებელი სიყვარულის გამო მიიღო. თუმცა ეს არ ადასტურებს მისი უცნაურობის ამბავს, რადგან დღეს და წარსულშიც ბევრია შემთხვევა სიყვარულისთვის გაღებული თვითმკვლელობისა. მაშ რა უცნაურობა ახასიათებდა როის? ის ჯერ კიდევ გინესის მსოფლიო რეკორდსმენებს შორის ითვლება იმის გამო, რომ მრავალჯერ არის ელვაში მოყოლილი. პირველად ელვამ დაარტყა 1942 წელს, შემდეგ 1969, 1970, 1972, 1973, 1976, და ბოლოს 1977 წელს. არადა, ელვაში მოყოლილი ადამიანებიდან მილიონში ერთი თუ გადარჩება ცოცხალი. როი იხსენებს, რომ 1942 წელს ის იყო ბავშვი, როდესაც მამას ხორბლის თიბვაში ეხმარებოდა და პირველად დაარტყდა ელვამ. უცნაური და სოაცარი სწორედ ისაა, რომ მან ამდენ სასიკვდილო და ძლიერ სტიქიას მრავალჯერ გაუძლო. 2. Norton I-ი. ჯოშუა ნორტონმა, რომელიც წარმოშობით სან-ფრანცისკოდან იყო, 1859 წელს თავად გამოაცხადა თავი ამერიკის შეერთებული შტატების იმპერატორად და მექსიკის მფარველად. 1860 წლის ივლისში აშშ დამოუკიდებლად გამოაცხადა და 1861 წელს ვაშინგტონში კონგრესი აკრძალა. 1867 წელს მას იძულებით აგზავნიდა ხალხი ფსიქიატრიულში სამკურნალოდ, რამაც საზოგადოების აღშფოთება და გამოსვლები გამოიწვია, ამიტომ სამართალდამცავები იძულებულნი შეიქმნენ გაეთავისუფლებინათ. 1869 წელს მან გააუქმა დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები. 1872 წელს გასცა ბრძანება, რომ რაც შეიძლება მალე აეგოთ ცათაბჯენი ხიდი ოაკლანდსა და სან-ფრანცისკოს შორის. მან ასევე დააწესა გადასახადები და გამოსცა საკუთარი ვალუტა. 3. Adam Rayner. ადამ რაინერი ერთადერთი კაცია ისტორიაში, რომელიც ერთდროულად შესულია, როგორც ჯუჯა და როგორც გიგანტი ადამიანი. იგი დაიბადა ავსტრიაში. 1917 წელს ჯარში მიწვევის დროს ის დაიბრაკა, ვინაიდან სიმაღლეში იყო ძალიან დაბალი და ამიტომ სამხედრო სავალდებულო სამსახური ვერ გაიარა. ჰიპოფიზის სიმსივნის შემდეგ კი მან დაიწყო ზრდა გიგანტურად. 1930 წელს მან ჩაიტარა ოპერაცია, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ იწყო ზრდა. ის გარდაიცვალა 1950 წელს და გაზომვის ბოლო მონაცემებით ის იყო 7 ფუტი და 8 დიუმი, იწონიდა 241 კგ-ს. მაშასადამე, ის ერთადერთია ჯუჯა-გიგანტი ადამიანი. 4. Lina Medina. ისტორია, რომელმაც თავის დროზე მსოფლიო შეძრა და ამის გამგონენი დღესაც, (როდესაც უკვე თითქმის 80 წელი გავიდა ამ ამბიდან და მაინც) ვერ ვმალავთ განცვიფრებას, ნამდვილად მოხდა! მართალია სრულიად წარმოუდგენელია და დაჯერებაც გვიჭირს, მაგრამ 1933 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ პერუში, 9 შვილიან ოჯახში დაბადებულ ვინმე Lina Medina-ზე არავინ იეჭვებდა ასეთ წარმოუდგენელ ამბავს. გოგონას მოულოდნელად დასწყებია კუჭის არეში მუცლის ზრდა, რაზეც ექიმები ეჭვობდნენ სიმსივნე იქნებოდა, თუმცა ექიმ Gonzalo Lozada-სა და X სხივების შედეგად (რენტგენი) დადგინდა, რომ ის უკვე 7 თვის ორსული იყო. ლინა მხოლოდ 5 წლის და 7 თვის იყო, როდესაც პირველი ვაჟი- Gerardo გააჩინა. იმის გამო, რომ მისი ძვლები და მენჯები ჯერ სრულიად ჩამოუყალიბებელი და განსავითარებელი იყო, საკეისრო კვეთა დაჭირდა. პატარა ჟერარდო 2, 700 კგ-ს იწონიდა და იყო სრულიად ჯანმრთელი ჩვილი. მომხდარი ფაქტით შოკირებული მედ-პერსონალი და მეცნიერები ღრმად დაინტერესდნენ და გადაწყვიტეს გამომწვევი მიზეზი გამოეძიათ. როგორც აღმოჩნდა გოგონას 8 თვის ასაკში ჰქონია პირველი მენსტრულური ციკლი, რაც მის ქალად ჩამოყალიბებაზე მიუთითებს, ხოლო 4 წლის ასაკში კი სრული ფორმირებული და ჩამოყალიბებული ჰქონია სარძევე ჯირკვლებიც. ანუ ეს ის იშვიათი დაავადებაა, რომელიც გოგონას ორგანიზმს ქალური ცხოვრებისთვის სრულიად ნაადრევად ამწიფებს. ლინას თავის ცხოვრების მანძილზე არასოდეს უსაუბრია ბავშვის მამის ვინაობასა და მომხდარი გარემოებების კონცეფციის შესახებ, თუმცა ამ ამბავში ეჭვმიტანილად მისი მამა ცნეს და დააკავეს. ძალიან მალე მოუხდათ მისი გათავისუფლება, რადგანაც მტკიცებულებების არ არსებობა განიცადეს და მხოლოდ მოტივით ვერ მიუსჯიდნენ სასჯელს. რაღა თქმა უნდა პატარა ჟერარდოს უმალავდნენ ლინას ვინაობას და 10 წელი დედა-შვილმა იცხოვრა ისე, რომ და-ძმათ ასაღებდნენ, თუმცა 10 წლის ასაკში გაუმხილეს ბიჭს სინამდვილე. ჟერარდო 40 წლის ასაკში ძვლის ტვინის კიბოთი გარდაიცვალა, თუმცა ჰქონდა თუ არა საერთო დაავადებას მისი მოვლინების ამბავთან, ეს მტკიცებულებაც არ არსებობს. ლინა მოგვიანებით გათხოვდა მექსიკაში და ის დღემდე ცხოვრობს იქ მეუღლე Paulo-სთან ერთად. მან 38 წლის ასაკში ქმარს გაუჩინა ვაჟი. (მისთვის ეს რიგით მეორე ვაჟი იყო) ამ წარმოუდგენელი ამბის გამო ლინა შესულია მედიცინის მსოფლიო ისტორიაში როგორც"ყველაზე ახალგაზრდა დედა". ბუნებრივიცაა, რომ ქალმა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მომხდარით, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე ის დღემდე არიდებს თავს ჟურნალისტებს, არ საუბრობს მომხდართან დაკავშირებულ დეტალებზე და კვლავაც საიდუმლოდ რჩება თუ რა გარემოებაში დაორსულდა 5 წლის გოგონა და ვინ არის მისი პირველი ვაჟის-ჟერარდოს მამა. 5. Julia Pastrana. ცნობილი ბუნებისმეტყველი Charles Darwin-ი ყოველთვის ამბობდა, რომ ჯულია იყო ძალიან, საოცრად ლამაზი ქალი, თუმცა გენეტიკურმა დაავადებამ, რომელიც ცნობილია მედიცინაში ჰიპერტრიხოსისტერმინალის სახელით, ქალი ცოცხალ მონსტრად აქცია. მისი მთელი სხეული და სახე დაფარული იყო მუქი ფერის უხეში თმით, ყურები და ცხვირი გაუხდა უჩვეულოდ დიდი, კბილები კი არასტანდარტულად განლაგებული და სხვადასხვა ზომის- ეს ყოველივე კი გამოიწვია ჰიპერპლაზიამ. ჯულია დაიბადა მექსიკის სახლემწიფო სინალოაში 1834 წელს. მოგვიანებით კი Theodore Lent-მა იგი წაიყვანა აშშ-ში და დაარწმუნა გაყოლოდა მას ცოლად. ამის შემდეგ კი ისინი ერთად გაემგზავრნენ შტატებსა და ევროპაში "ყველაზე მახინჯის" ტურით, ჯულიას კი "მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ქალი" შეარქვეს. ჯულია იყო ძალიან მუსიკალური და ცეკვავდა არაჩვეულებრივად, ამასთან ერთად ფლობდა სამ უცხო ენას და გამოირჩეოდა ნიჭიერებით. 25 წლის ასაკში მან ქმრისგან გააჩინა ვაჟი, თუმცა დედის გენეტიკური დაავადება მასაც შეეხო და ბავშვი გაჩნდა თმიანი და პათოლოგიით, რის გამოც გაჩენიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ჯულია კი მშობიარობის შემდგომი- სამეანო გართულებების გამო 5 დღეში გარდაიცვალა. არ ეყო ეს ყოველივე მის ქმარს თეოდორს და მორიგი სისასტიკით გადაწვიყა ფულის შოვნა. მან ჯულიასა და ვაჟის სხეულებისგან შექმნა მუმია და დაატარებდა მთელს ევროპაში ფულის კეთების მიზნით. მუმიების მფლობელები 2013 წლამდე იცვლებოდნენ, თუმცა, როგორც იქნა, 2013 წელს სხეულები სინალოაში დაკრძალეს. 890 16-ს მოსწონს 1-ს არა
|