ქალი და მამაკაცი ჩინეთი ე.წ. ერთი ბავშვის პოლიტიკას წყვეტს - მოსახლეობის 30% 50 წელს ზევითაა 2015, 30 ოქტომბერი, 1:24 ჩინეთი ე.წ. ერთი ბავშვის პოლიტიკას წყვეტს. ამიერიდან ჩინეთში ყველა წყვილს ექნება უფლება ორი ბავშვი იყოლიოს, - „კომუნისტური პარტიის" განცხადებას ჩინური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ე.წ. ერთი ბავშვის პოლიტიკა 1979 წელს წარადგინეს და ქვეყანაში შობადობის შემცირებასა და ჩინეთის მოსახლეობის ზრდისთვის ხელის შეშლას ემსახურებოდა ამ ეტაპზე მოსახლეობის საშუალო ასაკმა სიბერის ნიშნულს მიაღწია და ამან ცვლილებების საჭიროება წარმოშვა. კვლევების მიხედვით, არსებულმა პოლიტიკამ დაახლოებით 400 მილიონი ბავშვის დაბადებას შეუშალა ხელი. ამას ემატებოდა ამ მიმართულებით კანონდამრღვევი მშობლების მიმართ სანქციები - მათ აჯარიმებდნენ, უშვებდნენ სამსახურიდან, უკეთებდნენ აბორტს. დროთა განმავლობაში ეს რეგულაციები ვრცელდებოდა სხვადასხვა პროვინციაზე, რაც გაზრდილი ხარჯისა და დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების გამო სოციოლოგებისა და დემოგრაფების შეშფოთებას იწვევდა. 2007 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ჯარიმის გარეშე ჩინეთის მოქალაქეების დაახლოებით ერთი მესამედი ვერ იყოლიებდა მეორე ბავშვს. სოფლის მცხოვრებლებს შეეძლოთ გაეჩინათ მეორე ბავშვი, თუ პირველი მდედრობითი სქესის იქნებოდა. ერთი ბავშვის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები საუბრობდნენ სელექციურ და იძულებით აბორტებზე და, აქედან გამომდინარე, გოგონების შობადობის კლებაზე. ჩინეთის მოსახლეობაში გაჩნდა გენდერული დისბალანსი. ორი წლის წინ „კომუნისტურმა პარტიამ" ე.წ. ერთი ბავშვის პოლიტიკის შესუსტება დაიწყო. იმ წყვილებს, ვისგანაც ერთ-ერთი მაინც იყო დედისერთა, ორი ბავშვის ყოლის უფლება მისცეს. ამ დროისთვის ჩინეთის მოსახლეობის 30% 50 წელს ზევითაა. 195 2-ს მოსწონს
|