"სიკვდილის ვარსკვლავმა” დედამიწის აღსასრულის დრო განსაზღვრა
მეცნიერების აზრით, მზე ჩვენს პლანეტას ხუთი მილიარდი წლის შემდეგ შთანთქამს.
"თეთრი ჯუჯის" სისტემის დაკვირვების შედეგად, სადაც პლანეტებს "სიკვდილის ვარსკვლავი" შთანთქავს, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთი ბედი ელის დედამიწასაც და მზე ჩვენს პლანეტას ოდესღაც შთანთქამს. ე. წ. ”სიკვდილის ვარსკვლავი” - ობიექტი WD 1145+017 იმყოფება ქალწულის თანავარსკვლავედში ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 571 სინათლის წელიწადის დაშორებით. "სიკვდილის ვარსკვლავის" ფორმა და ზომა გამუდმებით იცვლება.
"ჩვენ პირველად გავხდით იმის მოწმენი, როგორ ნადგურდებოდა მინიატურული პლანეტა ვარსკვლავის მხრიდან წამოსული ინტენსიური გრავიტაციით”, - ყვება კვლევის ერთ-ერთი თანამონაწილე, ასტროფიზიკოსი ენდრიუ ვანდერბურგი.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მეცნიერებს გამოაქვთ დასვკნა, რომ მზე ჩვენს პლანეტას ხუთი მილიარდი წლის შემდეგ შთანთქამს. მეცნიერები უშვებენ იმის ალბათობას, რომ შესაძლოა, შთანთქმა არ მოხდეს, მაგრამ დედამიწა ისეთ დონეზე გახურდება, რომ მასზე ცხოვრება შეუძლებელი გახდება.
მზე:
მზე G2 ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავია, რომელიცმზის სისტემის მასის 99, 86%-ს შეადგენს. ის თითქმის იდეალური სფეროა, რომელიც 9 მემილიონედითაა შეკუმშული, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლარული დიამეტრიეკვატორული დიამეტრისაგან 10 კილომეტრით განსხვავდება. იმის გამო, რომ მზე პლაზმურ მდგომარეობაშია და მყარი არაა, ის ბევრა სწრაფად ბრუნავს ეკვატორზე, ვიდრე პოლუსებზე. ამ ქცევას დიფერენციალური ბრუნვა ეწოდება და გამოწვეული მზეში კონვექციითა და მასის მოძრაობით. ამმასას გადააქვს მზის საათის ისრის საპირისპირო მიმართულების კუთხური მომენტის პორცია (თუ დავაკვირდებით ეკლიპტიკის ჩრდილოეთ პოლუსიდან), აქედან გამომდიანრე ის ხელახლა ანაწილებს კუთხურ სიჩქარეს. ამ ნამდვილი ბრუნვის პერიოდი ეკვატორზე დაახლოებით 25, 6 დღეა, ხოლო პოლუსებზე — 33, 5 დღე. თუმცა, ჩვენი მუდამ ცვალებადი ხედვის პერსპექტივის გამო დედამიწიდან (რადგანაც ის მზის გარშემო ბრუნავს), ვარსკვლავის ხილული ბრუნვა ეკვატორზე დაახლოებით 28 დღეა. ამ ნელი ბრუნვის ცენტრიდანული ეფექტი 18 მილიონჯერ სუსტია, ვიდრე მზის ეკვატორზე ზედაპირის გრავიტაცია. პლანეტების გრავიტაციული გავლენა ბევრად სუსტია და მნიშვნელოვნად არ მოქმედებს მზის ფორმაზე.
დღესდღეისობით მზემ თავისი სიცოცხლის სტაბილური ნაწილის თითქმის ნახევარი უკვე განვლო. ის საგრძნობლად არ შეცვლილა უკვე 4 მილიარდი წელიწადია და კიდევ 4 მილიარდი წელიწადი სტაბილური დარჩება. თუმცა, როდესაც მის ბირთვში წყალბადის სინთეზი შეწყდება, მზე მკაცრ ცვლილებებს განიცდის — გარეგნულადაც და შინაგანადაც.
მზემ მთავარი მიმდევრობის ფაზის დაახლოებით ნახევარი გაიარა, რომლის დროსაც თერმობირთვული სინთეზი მის ბირთვში წყალბადს ჰელიუმად გარდაქმნის. ყოველ წამში მზის ბირთვში 4 მილიონ ტონაზე მეტი მატერია გარდაიქმნება ენერგიად და შედეგად ნეიტრინოები და მზიური რადიაცია წარმოიქმნება. ამ ტემპით, მზემ უკვე 100 დედამიწის მასის მატერია გარდაქმნა ენერგიად. მზე დაახლოებით 10 მილიარდი წელი იქნება მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი.