სხვა ამ პოსტში მე თხუთმეტჯერ მოგატყუებთ.. და თქვენ ეს მოგეწონებათ! 2015, 28 ოქტომბერი, 23:37 ჩვენს მხედველობას ძალიან იოლად შეუძლია მოატყუოს ჩვენი ტვინი მარტივი ფერადი ილუზიებით, რომლებიც ჩვენს ირგვლივ მრავლადაა. გთავაზობთ რამოდენიმე ასეთ ილუზიას.
მაშ ასე, დაძაბეთ გონება და შეამოწმეთ, თუ რამდენად შეიძლება ენდოს თქვენი ტვინი თქვენს თვალებს.
ყავისფერი კვადრატი ზედა წახნაგის ცენტრში და ნარინჯისფერი კვადრატი წინა წახნაგის ცენტრში სინამდვილეში ერთი და იგივე ფერისაა თუ ამ ორ კვადრატს ფოტოშოფით შევაერთებთ, ვნახავთ, რომ ეს მართლაც ასეა აბა თუ გამოიცნობთ, რამდენი ფერია ამ სურათზე? ცისფერი და მწვანე რგოლები სინამდვილეში ამ ნახატზე ერთი და იგივე ფერისაა-ისინი მწვანეა. ცისფერი ფერი ამ ნახატზე საერთოდ არ ფიგურირებს ყურადღებით შეხედეთ დაფას..თქვენი აზრით, რა ფერისაა «А» და «В» კვადრატები? ხომ არ გეჩვენებათ, რომ «А» კვადრატი შავია, ხოლო «В» თეთრი? პასუხი მოძრავი ანიმაციით-გიფითაა ნაჩვენები ხომ არ გეჩვენებათ, რომ ფიგურის დაბლა ნაწილი ღია ფერისაა, ხოლო ზედა მუქი? მაშინ ხელი დააფარეთ მათ გამყოფ ხაზს და დარწმუნდებით, რომ ისინი აბსოლუტურად ერთი ფერისაა თქვენ ხედავთ ჭადრაკის დაფას თეთრი და შავი კვადრატებით. თეთრი და შავი კვადრატების ნაცრისფერი ნახევრები სინამდვილეში ერთი ფერისაა, არადა აშკარად გეჩვენებათ, რომ შავი კვადრატების ნაცრისფერი მხარე უფრო მუქია, ვიდრე თეთრისა ამ ნახატზე გამოსახული ცხენები აბსოლუტურად ერთი ფერის არიან რამდენი ფერია ამ სურათზე, თე მხედველობაში არ მივიღებთ თეთრ ფერს? - 3? 4? სინამდვილეში ნახატზე სულ ორი ფერია- მწვანე და ვარდისფერი დაჟინებით უცქირეთ შავ წერტილს..ხომ არ მოგეჩვენათ, რომ ნაცრისფერი ზოლი ნარინჯისფერ ფონზე ცისფერი გახდა? დააკვირდით გიფს. ბუნდოვანი ვარდისფერი ლაქების ფონზე აშკარად ჩნდება მწვანე ლაქა, რომელიც წრეზე მოძრაობს. სინამდვილეში ეს მწვანე ლაქა სურათზე არ არსებობს, ის მხოლოდ გვეჩვენება, ხოლო თუ მხედველობის კონცენტრირებას მოვახდენთ პატარა ჯვარზე, ვარდისფერი ლაქები საერთოდ გაქრება ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ ეს შავ–თეთრი ფოტოა, მაგრამ თუ დაჟინებით მივაჩერდებით გამოსახულების ცენტრს, ის ფერადი გახდება 30 წამის განმავლობაში უყურეთ ამ სურათს, შემდეგ გადაიტანეთ მზერა ჭერზე და დაახამხამეთ თვალები. რას ხედავთ? თეთრი ზოლების გადაკვეთის წერტილებში, გარდა იმ ადგილებისა, რომლებზეც თქვენი მზერა ფოკუსირდება, ჩანს პატარა შავი ლაქები, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს თუ რამოდენიმე წამის განმავლობაში თვალისდაუხამხამებლად უყურებთ სურათის ცენტრში არსებულ შავ წერტილს, ნაცრისფერი ლაქა გაქრება მოახდინეთ მხედველობის კონცენტრირება გამოსახულების ცენტრზე. რამოდენიმე ხნის შემდეგ ლაქებად გადღაბნილი ფერები გაქრება და გადაიქცევა თეთრ ფონად 267 8-ს მოსწონს
|