1. არსებობს აზრი, თითქოს, დაშვებამდე 1 წამით ადრე უნდა წამოხტეთ. ჯერ ერთი, ამ წამის გამოთვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია და თუ გაგიმართლათ კიდეც, ეს ვარდნას მხოლოდ 2-3 კმ საათში შეანელებს. მეორეც, შეიძლება კაბინის ჭერს აარტყათ თავი, მით უმეტეს, თუ თავის მირტყმისა და დაშვების მომენტი დაემთხვა.
2. კიდევ ერთი არასწორი აზრი: თუ მუხლებს მოხრით, ეს დარტყმას შეარბილებს. ხერხი კარგია ჩვეულებრივი ვარდნისას და არა უკონტროლო დაშვებისას. ამ შემთხვევაში, ფეხები მიიღებს ძირითად დარტყმას - თქვენ, უბრალოდ, გადაიმტვრევთ ძვლებს
3. უმჯობესია, იატაკზე დაწვეთ და ხელებით თავი დაიფაროთ, თავქვეშ კი ჩანთა ამოიდეთ. ჩნდება კითხვა: დავწვეთ მუცელზე თუ ზურგზე? აქ მკვლევართა აზრი არაერთგვაროვანია, მაგრამ ერთი რამ უდავოა - ტანი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თანაბრად მიიღებს დარტყმას.