სხვა
ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 280-ს მიაღწია
2015, 27 ოქტომბერი, 18:02
ავღანეთსა და პაკისტანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით, 280-ს აღწევს.
რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რაოდენობა 2 ათასამდეა. სამაშველო ჯგუფები მაღალმთიან რეგიონებში მუშაობენ, სადაც ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ უცნობია.
პროცესში სამხედრო ავიაციაც მონაწილეობს.
პაკისტანში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისგან დაზარალებულთათვის კარვები მოეწყო. ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილშიც.