x
სირიაში რუსი ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა

imageრუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში რუსი ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იტყობინება.
რუსეთის ძალოვან უწყებაში განაცხადეს, რომ სამხედრომ ავიაბაზა "ჰმეიმიმზე" თავი მოიკლა.
"სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც ავიაბაზაზე კონტრაქტით, ტექნიკურ სპეციალისტად მუშაობდა, თავი დასვენების საათებში, მორიგეობის შემდეგ მოიკლა", - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ძალოვანი უწყება მომხდარის მიზეზებს იძიებს და აცხადებს, რომ წინასწარი ვერსიით, სუიციდის მიზეზი პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემები გახდა.
"წინასწარი ინფორმაციით, რომელიც მათ შორის, მის ტელეფონში არსებული მოკლეტექსტური შეტყობინებების ანალიზის საფუძველზე მივიღეთ, გარდაცვალების მიზეზი შეყვარებულთან უთანხმოება გახდა", - აცხადებენ უწყებაში.
სირიაში რუსი სამხედროს გარდაცვალების შესახებ პირველად, რუსმა ბლოგერებმა პროექტ Conflict Intelligence Team-იდან განაცხადეს. მათი ცნობით, 19 წლის ჯარისკაცი ვადიმ კ. 24 ოქტომბერს გარდაიცვალა

0
294
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0