სხვა თურქეთში პოლიციელებსა და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს შორის შეტაკებისას 9 ადამიანი დაიღუპა 2015, 26 ოქტომბერი, 15:57 თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიიარბაკირის პროვინციაში პოლიციასა და ტერირისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს’’ მებრძოლებს შორის შეტაკება მოხდა.
ადგილობრივი გამოცემა "Daily Sabah"-ის ინფორმაციით, შეტაკება დღეს დილით პოლიციის რეიდის დროს დაიწყო. კერძოდ, პოლიციის მიერ ტერორისტული დაჯგუფების წევრების ერთ-ერთი სახლის ჩხრეკისას ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 პოლიციელი, ოთხი კი დაშავდა. ინციდენტის შემდეგ შემთხვევის ადგილას თურქეთის პოლიციამ დამატებითი დანაყოფები გაგზავნა, რომლებმაც სამი ტერორისტის დაკავება შეძლეს. თუმცა, სპეცოპერაციის დროს წინააღმდეგობის გაწევისას პოლიციელებმა დაჯგუფების 7 წევრი მოკლეს. 147 3-ს მოსწონს
|