x
image
K.P.
რუსკა მაყაშვილი დაინიშნა! ვინ არის და რას საქმიანობს მისი რჩეული?
image
მსახიობ რუსკა მაყაშვილის ცხოვრებაში სიახლეებია. ის პროექტ "ნიჭიერის" ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლავთ. სიახლეები ამით არ მთავრდება, რუსკა დანიშნა. მისი რჩეული მორაგბე სანდრო ნიჟარაძე გახლავთ. "ასეთი სასიხარულო ამბავი გვაქვს. ჩვენი ჟიურის ყველაზე მხიარულ წევრს გუშინ ნიშნობა ჰქონდა" -წერენ პროექტ "ნიჭიერის" ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.

წყვილი ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, რუსკა ამტკიცებდა, რომ მასსა და სანდროს შორის არც არაფერი არ ხდებოდა: "უკვე მეასეჯერ ვამბობ, რომ მე და სანდრო ბავშვობის ძალიან ახლო მეგობრები ვართ. მას და მის დას ანკასაც პატარაობიდან ვიცნობ, მაგრამ სანდროსთან ძალიან დავმეგობრდი. ერთი სამეგობრო წრე გვყავს. არ მოგვწონს ერთმანეთი და რა გავაკეთო. კარგია, სიმპათიური ბიჭია, კარგი გოგო ვარ, მაგრამ, რა ვქნათ. ეს ამბავი რომ გავრცელდა ერთმანეთში იმდენი ვიცინეთ, რომ ვღრიალებდით, მაგრამ ძალიან სერიოზული სახე მიიღო უკვე ამ ყველაფერმა."image

სანდრო წარმატებული სპორტსმენია. გატაცებული იყო ფეხბურთითა და თხილმურებით, საბოლოოდ კი რაგბი აირჩია. ის ინგლისშიც ცხოვრობდა, სადაც სპორტული ბიზნესმენეჯმენტს სწავლობდა და საქართველოში სწორედ ამ სფეროს განვითარებას აპირებდა.

რუსკას რჩეული წლების მანძილზე გიორგი ყიფიანი გახლდათ. მსახიობი პირად ცხოვრებაზე ხშირად გვიამბობდა. სამწუხაროდ ურთერთობა კრახით დასრულდა, მას შემდეგ კი რუსკა პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა ამტკიცებდა, პრინცები ნამდვილად არსებობენ და მეც ჩემს პრინცს ველოდებიო. როგორც ჩანს გოგონამ უკვე იპოვა საკუთარი პრინცი და მეორე ნახევარი.


ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...imageimageimageimageimageimageimage






1
1063
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1063
  
2015, 26 ოქტომბერი, 1:30
ეს სტატია ამ თემასთან დაკავშირებით უკვე მთელი დღეა ტრიალებს უკეთესი რამე მაინც მონახეთ ;)
0 1 1