სიახლეები
"BMW" 600 ცხენის ძალის მქონე სედანს "M5"-ს კიდევ ერთხელ გამოუშვებს
2015, 25 ოქტომბერი, 16:02
კომპანია "BMW" 600 ცხენის ძალის მქონე სედანს "M5"-ს შეზღუდული ტირაჟით კიდევ ერთხელ გამოუშვებს. კომპანიამ გაუმჯობესებული სედანის სპეციალური მოდიფიკაცია "Pure Metal" წარმოადგინა. აიწყობა მისი მხოლოდ 20 ეგზემპლარი. მას ისეთივე 600 ცხენის ძალის მქონე ძრავა ექნება, როგორიც მოდელის შარშანდელ მოდელს ჰქონდა. ეს უკანასკნელი სედან "M5"-ის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა და სულ 300 ეგზემპლარი გამოვიდა.
"BMW M5" აღჭურვილია 4, 4-ლიტრიანი ტვინ-ტუმბოთი. ის ადგილიდან დაძვრისას 100 კილომეტრ/საათ სიჩქარეს 3, 9 წამში განავითარებს, რაც ჩვეულებრივი "M5"-ის მიერ განვითარებულ სიჩქარეს 4/10 წამით აღემატება. გარდა ამისა, ახალ მანქანას ბაზაში სპორტული პაკეტები: "Competition" და "M Driver’s" აქვს. აქედან მეორე ავტომანქანას მაქსიმალური სიჩქარის 305 კილომეტრ/საათამდე განვითარების საშუალებას აძლევს. სპეცვერსია მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში იქნება წარდგენილი. სედანის ღირებულება 1 948 000 რანდს შედაგენს, რაც 130 700 ევროს ეკვივალენტია.