x
image
tekoo
ბარაკ ობამამ თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ვეტო დაადო

imageამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელშიც 300 მილიონი დოლარი უკრაინის დასახმარებლად იყო გათვალისწინებული, ვეტო დაადო.


“ბი ბი სი“-ს ცნობით, ბარაკ ობამამ ვეტოს გამოყენების მიზეზად დოკუმენტში გათვალისწინებულ პროგრამებზე თანხების გადაჭარბებული ხარჯვა დაასახელა და ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვითი ბიუჯეტის კანონპროექტი შეაფერხებს არმიის მოდერნიზებისთვის აუცილებელ რეფორმებს.


2016 წლის ბიუჯეტში, რომელიც რესპუბლიკელების მიერაა შემუშავებული, თავდაცვის ხარჯებისთვის 612 მილიარდ აშშ დოლარი იყო გათვალისწინებული. როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა ჯონ ბეინერმა განაცხადა, ობამა არმიის ნაცვლად უპირატესობას შიდა პოლიტიკას ანიჭებს და ამით აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.


აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ, მაგრამ მათ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმა არ აქვთ. ასე რომ, ობამას ვეტოს გამო ამერიკულ კონგრესს დოკუმენტის გადახედვა მოუწევს.

0
21
3-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0