x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138942
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
შოკოლადის პასკა
imageშემადგენლობა:
150გ. შოკოლადი
150 გ. შაქრის ფხვნილი
½ ჭიქა ლიმონის და ფორთოხლის კანი
50 გ. შაქარი
800 გ. ხაჭო
50 გ. ნაღების კარაქი




მომზადება:

1. გახეხეთ შოკოლადი მსხვილ სახეხზე, აურიეთ შაქრის ფხვნილი. გამოიყენეთ შავი მწარე შოკოლადი, რათა პასკა ძალიან ტკბილი არ გამოვიდეს.
2.დაჭერით ლიმონის და ფორთოხლის კანი, დაასხით მდუღარე და გააჩერეთ 5 წუთი. გადაწურეთ საწურზე, გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცზე და აურიეთ შაქარი.

3. ხაჭო გახეხეთ საწურში, თუ ხაჭო სქელია პროცედურა ორჯერ გაიმეორეთ.
4. ნაღების კარაქი წინასწარ გამოიღეთ მაცივრიდან.

ხაჭოს დაამატეთ კარაქი და მოურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებდეთ.

შემდეგ დაამატეთ არაჟანი, შოკოლადი და კანი. აურიეთ მსუბუქად.

პასკის ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი, ისე რომ გვერდებზე გადმოვიდეს. ქაღალდი რამდენიმე ადგილას ჩაჭერით.
ჩაასხით ფორმაში მიღებული მასა, ზემოდან გადააფარეთ ქაღალდის თავისუფალი გვერდები, დაადევით რაიმე სიმძიმე.

ფორმა რამდენიმე საათით ან უმჯობესია მთელი ღამით მოათავსეთ მაცივარში.
მზა პასკა გადმოაბრუნეთ თეფშზე, მოაშორეთ ფორმა და ქაღალდი.

მორთეთ შოკოლადით ან ცუკატებით
0
447
1-ს მოსწონს
ავტორი:ზაზა ძაძამია
ზაზა ძაძამია
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0