სხვა ავსტრალიელმა მრბოლელმა წყალზე გაიარა! 2015, 23 ოქტომბერი, 1:47 ავსტრალიელები სერფინგის და ტალღების მეფეებად ითვლებიან. ხუმრობენ კიდეც, რომ ახლად დაბადებულ ბავშვებსაც შეუძლიათ ტალღაზე დგომა და პატარა ასაკიდან სწავლობენ ყველაზე მაღალი ტალღების დაპყრობას. ავსტრალიელი სერფინგისტების სტატუსში ეჭვი აღარავის შეეპარება, როდესაც რობი მედისონის ვიდეოს ნახავს. გინესის წიგნის რეკორდსმენმა, მოტოციკლისტმა რობი მედისონმა ამერიკულ ბრენდ “DC Shoes”-თან ერთად მაყურებელს დაუვიწყარი შოუ შესთავაზა და ტალღების დაპყრობა მოტოციკლეტით გადაწყვიტა. ილეთის შესრულებისთვის რობი მედისონი და მისი მოტოციკლეტი ორი წელი ემზადებოდა. 120 3-ს მოსწონს
|